არსენ ვენგერი: ამის შემდეგ თამაშს შევეშვით

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მიუნხენის "ბაიერნთან" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში "ბაიერნმა" "მეთოფეები" ანგარიშით 5:1 გაანადგურა.

"შედეგი რთული ასახსნელია. ჩვენ რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, რომ შესვენებამდე გაგვეტანა. "ბაიერნის" მეორე გოლის შემთხვევაში არ გაგვიმართლა, მერე კი კოშიელნი დავკარგეთ. ამის შემდეგ "არსენალი" დაიშალა.

"ბაიერნი" ჩვენზე უკეთესად თამაშობდა. მათ მეორე ტაიმში კარგად გამოავლინეს თავი, ჩვენ კი მათ ვერ გავუმკლავდით.

არ მინდა, თავი ვიმართლო. ასეთი მარცხი, ასეთ დონეზე ნამდვილი შოკია. ყველაფერს არასწორად ვაკეთებდით და შედეგი ამას ამტკიცებს.

ასეთ მატჩებში კონცენტრაცია უნდა შეინარჩუნო მთელი 90 წუთის განმავლობაში. "ბაიერნის" მესამე გოლმა დაგვასამარა, ამის შემდეგ თამაშს შევეშვით.

ეს ჩემი კარიერის ყველაზე დაბალი წერტილია? არ მგონია, რომ ეს ახლა მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა ნამდვილად განაწყენებული ვარ.

ამ მარცხისგან უნდა გავთავისუფლდეთ და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადოთ", - თქვა ვენგერმა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები: "ბაიერნი"-"არსენალი", დეჟავუ... [VIDEO]

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული