ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ჯეიმი ვარდიმ "ლესტერს" შანსი დაუტოვა

AutoSharing Option
22 თებერვალს "სევილიასა" და "ლესტერს" შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც ესპანელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. 

მე-14 წუთზე "სევილიას" ანგარიშის გახსნის შანსი მიეცა, სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ხოაკინ კორეამ ვერ გაიტანა.

25-ე წუთზე კი პაბლო საბარიამ "სევილია" წინ მაინც გაიყვანა, ხოლო კორეამ 62-ე წუთზე შეაგდო და თავისი შეცდომა გამოასწორა. 

"ლესტერმა" ერთი ბურთის გაქვითვა 73-ე წუთზე ჯეიმი ვარდის გოლით შეძლო, რითაც საპასუხო შეხვედრაში საქმე ერთი-ორად გაიმარტივა.

საპასუხო მატჩი ინგლისში 15 მარტს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პენალტებით გავა ლესტერი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული