არსენ ვენგერი: ეს ხომ არასერიოზულია, აღშფოთებული ვარ!

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მიუნხენის "ბაიერნთან" (1:5) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: არსენ, როდემდე?.. 1:5 & 1:5 [VIDEO]

"რთული ასახსნელია, რატომ გავვარდით. ვფიქრობ, ის თამაში ვაჩვენეთ, რომელიც გვინდოდა, მაგრამ არ გაგვიმართლა მსაჯის გადაწყვეტილებებში, მათი გაგება რთულია. თეო უოლკოტზე ჯარიმის დროს პენალტი იყო. ლევანდოვსკი თამაშგარეში იყო. ხოლო გაძევების შემდეგ საკმაოდ გართულდა ყველაფერი. ჩემი შეგირდები ბევრს ეცადნენ და კარგად ითამაშეს", - თქვა ვენგერმა BBC-სთან საუბარში.

"როცა 10 კაცით რჩები და 4 გოლი უნდა
გაიტანო, რა თქმა უნდა, ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ ამოცანა შეუსრულებელია.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ გაძევების მომენტში ლევანდოვსკი თამაშგარეშეა, ხოლო არბიტრი ჯერ ყვითელს იძლევა, შემდეგ კი წითელს! ეს ხომ არასერიოზულია.

ეს მნიშვნელოვანი მატჩია, აქ ასეთი დამოკიდებულება გხვდება. აღშფოთებული ვარ.

ქომაგების გამო ვწუხვარ, მათ დიდი ფული გადაიხადეს, რომ ეს მატჩი ენახათ", - აღნიშნა ვენგერმა BT Sport-თან ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი რაა შევარდნაძე ხარ რო არ მიდიხარ შენით წადი რაა.. ფერგიუსონი წავიდა თავის დროზე და ეს რა გახდა ესეთი ყოველ წელს ერთიდაიგივე ესეთი ფარჩაკი არსენალი მე კაი ხანია არ მახსოვს
effe
12:36 08-03-2017
0
"ბავარია"-ს გულშემატკივარი ვარ. პირველი მატჩის შემდეგ "არსენალს" შანსი აღარ ქონდა. თუმცა ამ შემთხვევაში ვენგერს ვეთანხმები. უოლკოტზე 100%-იანი პენალტი იყო, ხოლო კოსელნის გაძევება სრული აბსურდი. ისე, 21 წელია ვენგერი "არსენალს" წვრთნის და ალბათ გამოსაცვლელია.
გიო
14:19 08-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული