8 მარტს ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა. "ბარსელონამ" "პარი სენ-ჟერმენს" უმასპინძლა და სასწაულებრივ შეძლო ამ გუნდის ტურნირიდან გაგდება. 0:4-ის მერე
ლუის ენრიკეს შეგირდებმა "კამპ ნოუზე" 6:1 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის ისტორიაში პირველად 0:4-ის შემდეგ შეძლო რომელიმე გუნდმა მეტოქის გაგდება.
"დორტმუნდმა" 0:1 ამოქაჩა "ბენფიკასთან", შინ 4:0 იმარჯვა და ასევე აგრძელებს ბრძოლას.