ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დიდი სასწაული "კამპ ნოუზე" [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბარსელონა" პირველი კლუბია ამ ტურნირის ისტორიაში, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავიდა პირველ მატჩში 0:4 წაგების შემდეგ.
* მეეექვსე, გადამწყვეტი გოლი მას მერე გავიდა, რაც პსჟ "ბარსელონას" გოლკიპერზე (!) დაჯარიმდა.
* სერხი რობერტომ ლიგაზე სულ სამი გოლი გაიტანა და სამივე "კამპ ნოუზე".

თუ რომელიმე გუნდს შეუძლია თანამედროვე ფეხბურთში სასწაულის მოხდენა, პირველ რიგში, ეს "ბარსელონაა" და ალბათ, ამადაც იყო, რომ მიუხედავად პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგისა, საფეხბურთო მსოფლიო განმეორებით მატჩს მაინც დიდი ინტერესით ელოდა.

როდესაც "ბარსელონა" "კამპზე ნოუზე" თამაშობს, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს,
აბსოლუტურად ყველაფერი, რაც განვლილ შეხვედრაშიც დადასტურდა.

მომენტების და გოლების აღწერა შორს წაგვიყვანს - "ბარსამ" სასწაული მოახდინა, 6:1 სძლია მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო შოუ, ეს იყო ზღაპარი - ეს იყო ის, რისთვისაც ასე ძალიან გვიყვარს ფეხბურთი.

* * *
მეორე შეხვედრაშიც მასპინძელმა გაიმარჯვა და ასევე დიდი ანგარიშით. დორტმუნდის "ბორუსიამ" ლისაბონში მინიმალური სხვაობით წააგო, თუმცა სახლში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და დამსახურებულად გავიდა მომდევნო ეტაპზე. მატჩის გმირი პიერ ემერიკ ობამეიანგია, რომელმაც სამჯერ დაამწუხრა პორტუგალიელები.

ბარსელონა-პსჟ 6:1 (0:4)
გოლები: 1:0 სუარესი (3), 2:0 კურზავა (40 ს. კ.), 3:0 მესი (50-პენ.), 3:1 კავანი (62), 4:1 ნეიმარი (88), 5:1 ნეიმარი (90-პენ.), 6:1 სერხი რობერტო (90)
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი - მასკერანო, პიკე, უმტიტი - რაფინია (76. სერხი რობერტო), რაკიტიჩი (84. ანდრე გომეში), ბუსკეტსი, ინიესტა (65. არდა თურანი), ნეიმარი - მესი, სუარესი
პსჟ (4-5-1): ტრაპი - მონიე (90. კრიხოვიაკი), მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ლუკას მოურა (55. დი მარია), ვერატი, რაბიო, მატუიდი, დრაქსლერი (75. ორიე) - კავანი
მაყურებელი: 90 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დორტმუნდი-ბენფიკა 4:0 (0:1)
გოლები: 1:0 ობამეიანგი (4), 2:0 პულიშუჩი (59), 3:0 ობამეიანგი (61), 4:0 ობამეიანგი (85)
დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი (88. გინტერი), ბარტრა - დურმი, ვაიგლი, კასტრო, შმელცერი - პულიშიჩი, დემბელე (81. კაგავა) - ობამეიანგი (86. შიურლე)
ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში - სემედო, ლუიზაო, ლინდელიოფი, ელიზეუ - სამარისი (74. ჟივკოვიჩი), ალმეიდა - სალვიო (64. ჟონასი), პიცი, სერვი (82. ხიმენესი) - მიტროღლუ
მაყურებელი: 80 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
სამარცხვინოა ეს ყველაფერი. გამოგონილი პენალტი ბოლო წუთზე. უსაფუძვლოდ დამატებული 5 წუთი და თამაშგარედან გატანილი მე6 გოლი....
Giorgi
09 მარტი 2017 08:01
0
იუთუბზე გაიჩითა დაწყებამდე ვითომ ლაივის ლინკი და 6-1 ეწერა ზუსტად, ისედაც რა სპორტი აღარაა ფეხბურთი დიდი ხანია
ტაილანდელი ზომბი
09 მარტი 2017 07:16
0
ფეხბურთი დამთავრებულია. 88, 90 წუთზე 2 გოლი. ბოლო 3 წუთში 3 გოლი?! პსჟ-ს კი არა წნორის მილანს ვერ გაუტანენ! სტატიის ავტორი რომ წერს, "ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო შოუ, ეს იყო ზღაპარი" მე გავაგრძელებ - ეს იყო ის, რისთვისაც აღარ ღირს ფეხბურთის ყურება. თუ მაინცა და მაინც რულეტკას ვუყურებ, შარიკი იქაც გორავს და გაცილებით უფრო ნაღდია!
aburjga
09 მარტი 2017 06:23
0
ეს არის ფეხბურტის სირცხვილი და არა ბარსას ზეიმი.
davit
09 მარტი 2017 04:38
0
აბა რეალის ფანებმა მოკეტეთ
vanmoo
09 მარტი 2017 03:42
0
ეს იყო ბოლო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე რასაც ოდესმე ვუყურებ. ყველაზე ბინძური სპორტია ფეხბურთი.
gia
09 მარტი 2017 03:09
1
პსჟ, შედეგის სტრასბურგში გასაჩივრებას აპირებსო
ბექა
09 მარტი 2017 03:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული