"ბარსელონასთან" მატჩის 7 მომენტი, რომლის გამოც პსჟ უეფაში ჩივის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც ჩანს, ფრანგული პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში კატალონიის "ბარსელონასთან განცდილ მარცხს (1:6) ვერ ეგუება.

შეგხსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში პსჟ-მ "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა, თუმცა ესპანეთში 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

- ჩემპიონთა ლიგა. ბარსელონა-პსჟ. გამოხმაურება: საშინელებათა ფილმი "ჰეფი ენდით"

კლუბის დირექტორმა ნასერ ალ-ხელაფიმ მსაჯებთან კონსულტაცია გაიარა, რის შემდეგაც ფრანგებმა უეფაში დენის აიტეკინის მსაჯობა გააპროტესტეს, რომელიც იმ შეხვედრას სჯიდა.

დოკუმენტში ის მომენტებია ნახსენები, რომლებაც, პარიზელთა აზრით, დიდი გავლენა მოახდინა მატჩის საბოლოო ანგარიშზე. ესპანური "მარკას" ინფორმაციით, უეფაში პარიზელთა
დოკუმენტი უკვე მიიღეს.

პარიზელები შემდეგი მომენტებით არიან უკმაყოფილონი:
1. პირველ ტაიმში, როცა დრაქსლერი ურტყამდა კარისკენ, ხავიერ მასკერანოს ბურთი ხელზე მოხვდა;
2. მატჩის 41-ე წუთზე კავანისთან შეტაკების გამო ჟერარდ პიკე მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა;
3. პენალტი ნეიმარზე არ ყოფილა;
4. როცა ანგარიში 3:1 იყო, ნეიმარმა მარკინიოსს ფეხებში ჩაარტყა, რის გამოც წითელ ბარათს იმსახურებდა;
5. 78-ე წუთზე, როცა ანგარიში 3:1 იყო, ჟერარდ პიკემ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მსაჯმა ეს მომენტი გაატარა;
Sportall.Ge

6. პენალტი უნდა დანიშნულიყო მატჩის ბოლოსკენაც, ხავიერ მასკერანო კი, რომელმაც საჯარიმოში ანხელ დი მარიას წინააღმდეგ დაარღვია წესები, გასაგდები იყო. მსაჯმა არც ამ მომენტს მიაქცია ყურადღება მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შემდეგ წესების დარღვევა თავად მასკერანომ აღიარა;
7. პენალტი სუარესზე, როცა 4:1 იყო - კიდევ ერთი სიმულაცია. მანამდე ურუგვაელმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ამ მომენტში ის მეორე ყვითელს იმსახურებდა და მოედნიდან გასაგდები იყო.
მკითხველის კომენტარები / 22 /
1 mesim to daartya or pexburtels xelze moxvda. 2 neymarze penalties unda danishnuliyo. 3 psjes ert pexburtels xelze moxvda
demetre
16:10 14-03-2017
0
რეალის გულშემატკივარი კი ვარ, მაგრამ სიმართლეს გაუმარჯოს: მაგ თამაშით, რაც პსჟ-მ აჩვენა კამპ ნოუზე გასვლის ღირსი ნამდვილად არ იყო
რეალისტი
16:31 14-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული