ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: გაძევება, კონფლიქტი, პენალტი და "ლესტერი" 1/4-ფინალში

AutoSharing Option
14 მარტს "ლესტერსა" და "სევილიას" შორის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

"ლესტერმა" ესპანელები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "სევილამ" ანგარიშით 2:1 მოიგო.

შეხვედრაში ანგარიში გუნდის კაპიტანმა უეს მორგანმა 27-ე წუთზე გახსნა. 54-ე წუთზე კი მასპინძლების უპირატესობა ორამდე მარკ ოლბრაიტონმა გაზარდა. 74-ე წუთზე "სევილიას" ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი დატოვა. კონფლიქტი ნასრისა და ჯეიმი ვარდის შორის მოხდა.

მე-80 წუთზე ესპანელებს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცათ. "ლესტერის" კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა სტივენ ნზონის
დარტყმული შმაიხილმა მოიგერია.

აღსანიშნავია, რომ "ლესტერს" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შინ ჯერ არ წაუგია.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წილიყრა 17 მარტს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
შმაიხელი და ჯანდაბა მაგას...რამხელა მოგება დამაკარგვინა....
Zaza
13:09 15-03-2017
0
შექსპირის ნოველა " მელიები სადალაქოში"
zviadi
09:26 15-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული