* "სიტიმ" ევროთასების ბოლო 6 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.
* "ატლეტიკომ" გერმანულ კლუბებთან ბოლო 7 2-რაუნდიანი დუელი მოიგო.
* "ლევერკუზენს" არასოდეს მოუგი 1/8-ფინალური დუელი.
* ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის კენჭისყრა 17 მარტს ნიონში გაიმართება.
დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე მეოთხედფინალისტი მადრიდის "ატლეტიკო" იქნება; აი, ბოლო, მერვე საგზურს ვინ მოიპოვებს, "მონაკო" თუ "მანჩესტერ სიტი", ძალიან ძნელი სათქმელია. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ისეთივე დაპირისპირება ვისურვოთ "ლუი მეორეზე", როგორიც ამ
ატლეტიკო-ლევერკუზენი
ბოლო წლებში "ლოს კოლჩონეროსმა" ძალიან დაჩაგრა გერმანული კლუბები ევროთასებზე. ბოლო 7 დუელის მოგება ხუმრობა საქმე ნამდვილად არ არის. ჩავთვალოთ, რომ მერვეც თითქმის მოგებულია, რადგან მწვრთნელშეცვლილი "ლევერკუზენი" ახლა ვერ არის სათანადო ფორმაში, ხოლო პირველი მატჩი "ატლეტიკოს" სტუმრად აქვს მოგებული, თანაც, ოთხი გოლი აქვს გატანილი. I მატჩში
უკვე 25-ე წუთისთვის "ატლეტიკო" გერმანიაში კომფორტულად, 2:0-ს იგებდა საულ ნიგესისა და ანტუან გრიზმანის გოლების წყალობით. მეორე ტაიმი სულ სხვანაირი განწყობით დაიწყო "ლევერკუზენმა" და ქარიმ ბელარაბიმ ერთი გაქვითა, მაგრამ იქვე კევინ გამეირომ პენალტი შეასრულა. სავიჩის ავტოგოლმა ცოტა დაძაბა ვითარება, მაგრამ ფერნანდო ტორესმა ყველაფერს წერტილი დაუსვა - 4:2. ამით "ატლეტიკომ" გერმანიაში სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ამ შეხვედრაში "ლევერკუზენის" რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე 17 წლის ჰავერცის დებიუტი ვიხილეთ.
პრესკონფერენცია
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ჩვენი მიზანი ნებისმიერ ტურნირში მაქსიმუმის მიღწევაა. ლა ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც რაც შეიძლება მეტის მიღწევა გვსურს. მიზნისკენ კი ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ. დღევანდელი მეტოქე სწრაფია კონტრშეტევებზე და ზოგადად, შეტევა უყვარს. არ იქნება იოლი მატჩი, ისეთივე თამაშს ველი, როგორიც გერმანიაში იყო".ტაფუნ კოკრუტი (ლევერკუზენი): "კარგად ვიცით, რაც არის საჭირო, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რამდენად რთულია ამის გაკეთება. "ატლეტიკო" ის გუნდია, რომელსაც საქმის ბოლომდე მიყვანა საუკეთესოდ ეხერხება. ჩვენ კიდევ გვაქვს 90 წუთი და ვნახოთ, რა მოხდება".
გასულ უქმეებზე
"ატლეტიკომ" სტუმრად დაამარცხა ათკაციანი "გრანადა" - 1:0. გამარჯვების გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა, ვინც 2017 წელს თავისი მე-12 გოლი გაიტანა.
"ლევერკუზენმა" პირველი შეხვედრა ჩაატარა ახალი მწვრთნელის, ტაიფუნის თავკაცობით. თურქის გუნდმა 1:1 ითამაშა შინ "ვერდერთან". კევინ ფოლანდს ტაიფუნისთვის სადებიუტო გამარჯვება მოჰქონდა, მაგრამ ვეტერანმა კლაუდიო პისარომ გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, "ლევერკუზენს" მოგება მაინც შეეძლო, მაგრამ ომერ თოფრაქმა პენალტი ვერ გამოიყენა მატჩის 96-ე წუთზე!
მონაკო-სიტი
"მონაკოს" სასარგებლოდ, "სიტის" საგარეო მატჩების სტატისტიკის გარდა, მეტყველებს ფრანგთა დაპირისპირებების ისტორია ინგლისურ კლუბებთან - "მონაკო" 6-ჯერ დაუპირისპირდა მათ და ექვსჯერვე აჯობა. ახლა ჟარდიმის გუნდს 2-ბურთიანი სხვაობა აქვს ამოსაქაჩი. I მატჩში
ეს იყო დიდებული სანახაობა, იქით - სერხიო აგუერო, აქეთ - რადამელ ფალკაო, ბრწყინვალე ფორვარდებმა დუბლები მიითვალეს. საბოლოოდ, პეპ გვარდიოლას გუნდმა მაინც მოიგო და თან 2-ბურთიანი სხვაობით - 5:3.
აგუეროს გარდა, გოლები რაჰიმ სტერლინგმა, ჯონ სტოუნსმა და ლეროი სანემ გაიტანეს. სტუმართა რიგებში კი, ურუგვაელის გარდა, ახალგაზრდა და ძალზე პერსპექტიულმა კილიან მბაპემ გაიტანა. 8-გოლიან მატჩში სულ ეს არ იყო, მეკარე კაბალიერომ ოტამენდის შეცდომა გამოასწორა და ფალკაოს პენალტი აიღო.
პრესკონფერენცია
ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ვფიქრობ, ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. აუცილებლად უნდა გავიტანოთ სულ მცირე, ორი გოლი, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. "სიტის" ფეხბურთელების უმაღლესი კლასი ჩვენთვის უპირველესი საფრთხეა. მათ ვარსკვლავებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ გატანა. მგონი, ორი გოლი არ გვეყოფა, მეოთხედფინალში გასვლა თუ გვინდა, სამი მაინც უნდა გავიტანოთ. ორივე გუნდს მენტალიტეტში აქვს შეტევა, რომლის შეცვლაც ძალიან ძნელია. ამიტომაც ველი, რომ ხშირად იქნება თავისუფალი სივრცეები და, რა თქმა უნდა, ბევრი გოლი გავა".
ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "დარწმუნებული ვარ, რომ თუ გოლს ვერ გავიტანთ, ტურნირს მიღმა დავრჩებით. ძალიან დიდი შეცდომა იქნება იმაზე ფიქრი, რაც უკვე გავაკეთეთ, ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია ამ დუელში. "მონაკო" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, როცა გოლის გატანაა საჭირო. მეტოქე ერთდროულად 5-6 კაცით უტევს.
"მონაკოს" ფეხბურთელები ფიზიკურად ძლიერები და ძალიან სწრაფები არიან. ჯერ კიდევ მანჩესტერულ თამაშამდე აღვფრთოვანდი "მონაკოს" თამაშით და იმ თამაშის მერე კიდევ უფრო დავაფასე მეტოქე. საპასუხო მატჩი ფანატასტიკური მატჩი იქნება. ფანებს ვთავაზობ, კარგად მოკალათდნენ ტელევიზორების წინ და სიამოვნება მიიღონ".
გასულ უქმეებზე
"მონაკო" ლიდერია, თუმცა ამ ტურში მას გაუჭირდა "ბორდოს" დამარცხება - 2:1. კილიან მბაპემ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი ჟოაო მოუტინიომ გაიტანა ბრწყინვალე გოლი. "ბორდოს" გოლი, როგორც იტყვიან, "მონაკოს" ფეხბურთელებმა "გაიჩალიჩეს": დიეგო როლანის გოლი ნახევარმცველების, მცველებისა და მეკარე სუბაშიჩის უხეში შეცდომის წყალობით გავიდა.
"სიტი" ასოციაციის თასზე "მიდლსბროს" ესტუმრა, 2:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. დავიდ სილვამ გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმში თავი სერხიო აგუერომ გამოიჩინა.
ოთხშაბათი. 15 მარტი
ატლეტიკო-ლევერკუზენი 23:45 (4:2)
დისკვალიფიკაცია: გაბი, ფილიპე ლუიში - ჩალჰანოღლუ, ჰენრიხსი
ტრავმა: ტიაგო, ა. ფერნანდესი, გამეირო (?), ფ. ტორესი (?), სავიჩი (?) - თოფრაქი, ლენო (?), თა (?), ბენდერი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ხ. ხიმენესი, ლ. ერნანდესი - ფერეირა-კარასკო, ს. ნიგესი, კოკე, გაიტანი - გრიზმანი, ა. კორეა
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - იედვაი, თა, დრაგოვიჩი, ვენდელი - ბაუმგარტლინგერი, კამპლი - ბელარაბი, ფოლანდი, ბრანდტი - ხ. ერნანდესი
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
ურთიერთშეხვედრები: +2=2-1 (7:5)
მონაკო-სიტი 23:45 (3:5)
დისკვალიფიკაცია: გლიკი -
ტრავმა: ბოშილია, კარილიო, ფალკაო (?) - გაბრიელ ჟესუსი
სავარაუდო შემადგენლობები
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, რაგი, ჟემერსონი, მენდი - ბ. სილვა, ბაკაიოკო, ფაბინიო, ლემარი - მბაპე, ფალკაო
სიტი (4-1-4-1): კაბალიერო - სანია, სტოუნსი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდინიო - სტერლინგი, დე ბრუინი, დ. სილვა, სანე - აგუერო
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
ურთიერთშეხვედრები: +0=0-1 (3:5)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"