დღეს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის 1/4-ფინალების წილისყრაა

AutoSharing Option
დღეს შვეიცარიულ ნიონში 15 საათიდან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მეოთხედფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართება.

ჯერ უმთავრესი საკლუბო ტურნირის რვა კლუბი დაწყვილდება ბრმა კენჭისყრით. ესენია: "ატლეტიკო", "ბარსელონა", "ბაიერნი", "დორტმუნდი", "იუვენტუსი", "ლესტერი", "მონაკო" და "რეალი".

არ არსებობს არც განთესვები და არც აკრძალვა, რომ ერთმანეთს ერთი ქვეყნის გუნდები შეხვდნენ. ის გუნდი, რომლის წარწერიანი ბურთულა პირველი ამოვა, წყვილში პირველ შეხვედრას შინ გამართავს. მეოთხედფინალის პირველი მატჩები 11 და 12 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები - 18-19 აპრილს.

16 საათზე ევროპალიგის რვა გუნდი შექმნის 4 წყვილს. აქაც
ბრმა წილისყრის პრინციპი იმოქმედებს:
"ბეშიქთაში", "გენკი", "სელტა", "აიაქსი", "ანდერლეხტი", "ლიონი" ,"შალკე", "მანჩესტერ იუნაიტედი".

მეოთხედფინალური ეტაპი 13 და 20 აპრილს გაიმართება. 21 აპრილს ნიონში უკვე ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაა დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
რეალი გამოუშვით უპატრონოების გუნდი
bayern
12:13 17-03-2017
0
ერთი წყვილი ვიცი უკვე, მონაკო-ლესტერი :))))
vito
13:02 17-03-2017
0

სიახლეები პოპულარული