პაველ ნედვედი: "ბარსელონას" პატივს ვცემთ, მაგრამ მისი არ გვეშინია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

"ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩები საინტერესო იქნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გუნდია.

ფოკუსირება აწმყოზე უნდა გავაკეთოთ. ვიცით, რომ ძლიერები ვართ და შეგვიძლია კონკურენციას გავუძლოთ.

ვფიქრობ, "იუვენტუსი" უკეთესი გახდა 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ. ამ გუნდს შეუძლია შიშის გარეშე ეთამაშოს "ბარსელონას".

არ მჯერა, რომ ამ დონეზე შინ და გარეთ თამაშები წყვეტდეს რამეს. 180 წუთის განმავლობაში უნდა ითამაშო შენი საუკეთესო ფეხბურთი.

"ბარსელონასთან" მატჩები კარგ
დროს ჩატარდება. ჩვენი გუნდი პროგრესირებს. არ აქვს მნიშვნელობა, სად იმართება მატჩები, ორივე შეხვედრა რთული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი მაქსიმუმი ვაჩვენოთ. "ბარსელონას" პატივს ვცმთ, მაგრამ მისი არ გვეშინია", - თქვა ნედვედმა.

მომზადებულია Gazzetta dello Sport-ისა და Uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
FORZA JUVE!!!
vato
17:56 17-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული