ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "მონაკომ" ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

AutoSharing Option
დღეს, 12 აპრილს, დორტმუნდში, "იდუნა პარკზე" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის გადადებული მატჩი გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "ბორუსიამ" "მონაკოს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

სტუმრებს ანგარიშის გახსნა მატჩის მე-17 წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ფაბინიომ პენალტი ააცილა. ამ მომენტიდან ორ წუთში "მონაკომ" მაინც გაიტანა - თავი კილიან მბაპემ გამოიჩინა. 35-ე წუთზე სვენ ბენდერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და "მონაკომ" ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და 56-ე წუთზე უსმან დემბელემ სხვაობა შეამცირა. 79-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მბაპემ დუბლი გაიფორმა,
მაგრამ 5 წუთში სინჯი კაგავამ გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

კლუბებს შორის განმეორებითი მატჩი მონაკოში 19 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული