ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: პლუს ერთი გოლით "ნისლიან ალბიონზე" [VIDEO]

AutoSharing Option
* მადრიდის "ატლეტიკომ" ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 7 თამაში მოიგო, ეს კი ყველაზე მეტია ტურნირის მონაწილეთა შორის.

* "ვისენტე კალდერონზე" გამართულ ბოლო 9 მატჩში (ჩემპიონთა ლიგა იგულისხმება) ანტუან გრიზმანმა 10 გოლში მიიღო მონაწილეობა (8 გოლი, 2 პასი).

მადრიდში დაფიქსირდა ის შედეგი, რომელმაც ორივე გუნდი უფრო კმაყოფილი დატოვა, ვიდრე პირიქით. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოსთვის" საშინაო შეხვერდრაში მინიმალური ანგარიშით მოგება კომფორტული შედეგია, რადგან ამ გუნდს უყვარს და შეუძლია დაცვიდან, მეორე ნომრად თამაში და სასურველი შედეგის შენარჩუნება.

თანაც, მადრიდელებმა კარი მშრალად შეინახეს და განმეორებით
პაექრობაში ერთი გოლის შეგდების შემთხვევაში, დიდ უპირატესობას მოიპოვებენ. რაც შეეხება "ლესტერს", ამ გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ყოფნა უკვე წარმატებაა და საკუთარ კედლებში რომ ერთბურთიანი უპირატესობის ამოქაჩვა შეუძლია, ეს "სევილიასთან" შეხვედრაში უკვე დაამტკიცა.

რაც შეეხება მადრიდულ შეხვედრას, ის მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და შეიძლებოდა, რომ სხვაობა გაცილებით დიდი ყოფილიყო. "ლესტერის" კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა ბურთმა მხოლოდ ერთხელ ინება კარის ხაზის გადაკვეთა - მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანით იხეირეს, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი გოლად ანტუან გრიზმანმა აქცია. გრიზმანმა პენალტი თავადვე მოიპოვა, მაგრამ აქ მსაჯის შეცდომაც აშკარაა, თამაშის წესების დარღვევა აშკარად საჯარიმოს გარეთ მოხდა.

ინგლისელებს შეტევაში, პრაქტიკულად, არაფერი შეუქმნიათ და ამაზე სტატისტიკური მონაცემები ყველაზე კარგად მეტყველებს - ესპანელებმა 11-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და ეს მაშინ, როდესაც სტუმრებმა მხოლოდ ორჯერ სცადეს ბედი.

მასპინძლებს ბურთის ფლობაშიც უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ და მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, საპასუხო შეხვედრას აზრს დაუკარგავდნენ.

და მაინც, გამომდინარე ამ გუნდების ხასიათიდან და სათამაშო სტილიდან, მატჩი ლოგიკურად წარიმართა და ლოგიკური შედეგით დასრულდა - რა თქმა უნდა, მთავარი ბრძოლა წინაა და ყველაფერი ინგლისში გადაწყდება - ვნახოთ, გაგრძელდება "ლესტერის" სასწაული ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე თუ ფავორიტი იძალებს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის "ატლეტიკო" გავა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ატლეტიკო-ლესტერი 1:0
გოლი: 1:0 გრიზმანი (29-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო (65. ანხელ კორეა), გაბი, საული, კოკე - გრიზმანი, ფერნანდო ტორესი (75. თომასი)
ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი - სიმპსონი, ბენალუანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი, დრინკვოტერი, ნდიდი, ოლბრაიტონი - ოკაზაკი (46. კინგი) - ვარდი (77. სლიმანი)
მაყურებელი: 51 423

საპასუხო მატჩი - 18 აპრილს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად ხართ სიმართლის მოყვარულებო ? მარტო ბარსელონას გასვლა რომ გგონიათ უსამართლობა
გენო
14:33 13-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული