მანუელ ნოიერმა კრიშტიანო რონალდოს მე-3 გოლის დროს ფეხი მოიტეხა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა მადრიდის "რეალთან" (4:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, წინასწარი დიაგნოზით, მარცხენა ფეხი მოიტეხა.

ეპიზოდი შეხვედრის 109-ე წუთზე მოხდა, როცა მეკარეს ფეხი დაუცდა, ხოლო "სამეფო კლუბის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ მესამე გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.

მიუნხენში დაბრუნებისას ნოიერი დეტალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ცნობილი გახდება გერმანელის საბოლოო დიაგნოზი და გამოჯანმრთელების ვადა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს ჰეთ თრიკი და 100 გოლი ლიგაზე [VIDEO]

მომზადებულია fcbayern.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ესენი თუ უმაღლესი კატეგორიის მსაჯები არიან ამათი სულმდაბალი და უვიცი ,,,,, ,,,,,,,!უფრო ზირიკლები ვიდრე მსაჯები!!!
nikola
19:53 19-04-2017
0
ასეთი მსაჯობა ამ პრესტიჟული ტურნირის გადამწყვეტ ეტაპზე წარმოუდგენელია. ეს მსაჯები საერთოდ უნდა ჩამოაშორონ ფეხბურთს. ვკითხულობ აქ კომენტარებს და მეცინება, მე არც ბარსას და არც რეალის ფანი არ ვარ, მაგრამ ბარსა-პსჟ-ს თამაშში მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომები და გუშინდელი თამაშის მსაჯის შეცდომები ერთმანეთს არც უნდა შეადარო. როცა ოთხბურთიან უპირატესობას გუნდი ვერ ინარჩუნებს ეგ უკვე იმ გუნდის პრობლემაა და არა მსაჯის. მაგრამ გუშინდელ მატჩში ნამდვილად საბედისწერო შეცდომები დაუშვა მსაჯმა რეალისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში და ამით რეალი გაიყვანა ნახევარფინალში.
დათო
15:25 19-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული