სერხიო რამოსი პიკეს რეაქციაზე: ჯობია პსჟ-სთან მატჩს გადახედოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა მიუნხენის "ბაიერნთან" (4:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ფინალზე საუბარი ნაადრევია, ჯერ მხოლოდ ნახევარფინალში გავედით, მაგრამ ნათელია, რომ ლიგის მოგება გვინდა. ძალიან გახარებულები ვართ, რომ "ბაიერნი" გავაგდეთ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კონკურენტი.

100 მატჩი ჩემპიონთა ლიგაში ლამაზი ციფრია. იმედია, "რეალში" კიდევ ბევრი წელი ვითამაშებ, სანამ ფეხბურთისგან სიამოვნებას მივიღებ".

რამოსმა ასევე პიკეს რეაქციაზეც გააკეთა კომენტარი. "ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ "რეალის" მეოთხე გოლის შემდეგ "ტვიტერში" მრავალწერტილი დაწერა, რაც სავარაუდოდ მატჩის მსაჯობაზე მისი რეაქცია იყო.

შეგახსენებთ,
რომ 84-ე წუთზე მსაჯმა არტურო ვიდალი გააძევა, ხოლო კრიშტიანო რონალდოს მეორე გოლი თამაშგარედან გავიდა.

"პიკეს რეაქცია? ჯობია პსჟ-სთან მატჩს გადახედოს. შესაძლოა, ამის შემდეგ მსაჯებზე აზრი შეიცვალოს. მოდით, "ბარსელონას" საპასუხო მატჩს დაველოდოთ ტურინის "იუვენტუსთან" და ვნახოთ, რა მოხდება. ისე კი ვიდეოტექნოლოგიების წინააღმდეგი არ ვარ", - აღნიშნა რამოსმა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს ჰეთ თრიკი და 100 გოლი ლიგაზე [VIDEO]

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
რო არ გაეგდო რა ბაიერნი მოიგებდა? რამდენი სეილი ჰქონდა ნოიერს და არც ერთი ნავასს.ორი ბურთიდან ერთი საეჭვო პენალტი და მეორე სულელური ავტოგოლი.დარწმუნებული ვარ რეალი ყველა ვარიანტში მოიგებდა.ბარსა პსჟ უარესი არ იყო 2 100% პენალტი რომ არ დაუდო პსჟს?
ვიდეო რეფერი სასწრაფოდ
22:11 19-04-2017
0
საჭიროა ვიდეო რეფერი უეფა ფიფა გამოფხიზლდით აღიზიანებს ხალხს უსამართლო შედეგები ტაბლოზე
ზურა
15:55 19-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული