კრიშტიანო რონალდო: გულშემატკივრებს ვთხოვ, არ მისტვინონ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მიუნხენის "ბაიერნთან" (4:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ასევე, გულშემატკივრებს მიმართა.

"ვიცოდით, რომ ძალიან კარგად თუ არ ვითამაშებდით, "ბაიერნი" გაგვიტანდა. მათ კვლავ დაამტკიცეს, რომ ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ, მაგრამ მადრიდი მადრიდია.

ეჭვგარეშეა, ჩვენ უკეთესები ვიყავით. "ბაიერნს" 6 გოლი გავუტანეთ, ეს კი მარტივი არ არის. დამსახურებულად მოვიგეთ და წინ გავედით.

გულშემატკივრებს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ არ მისტვინონ. ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია და მაქსიმალურად ვიხარჯები", - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნთან" დაპირისპირებაში რონალდომ
5 გოლი გაიტანა, აქედან სამი - 18 აპრილს.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს ჰეთ თრიკი და 100 გოლი ლიგაზე [VIDEO]

მომზადებულია As-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
როლანდო მსოფლიოს საუკეთესო მოქმედი ფეხბურთელი.რაც შეეხება გაპრანჭვას ვიდალი ხომ ლამაზია ან მესის ყვითელი წვერი ალქაიდას წევრს რომ. უგავს.
დათო
11:44 20-04-2017
0
ფეხბურთელი--ფანტასტიკა--ბრავო როლანდო.
დათო
11:43 20-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული