კრიშტიანო რონალდო მსაჯს: თამაშგარე ხომ არ იყო?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ "ატლეტიკოსთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

რონალდომ შესვენებაზე მატჩის არბიტრთან, მარტინ ატკინსონთან თავისი პირველი გოლის ეპიზოდი განიხილა.

Sportall.Ge

"თამაშგარე ხომ არ იყო? პასიურ მდგომარეობაში ვიყავი", - უთხრა რონალდომ ატკინსონს.

Sportall.Ge

პორტუგალიელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა სერხიო რამოსის გადაცემის დროს და ბურთისთვის იბრძოდა, თუმცა კაზემიროს გადაცემის დროს წესების დაცვით მოქმედებდა.

Sportall.Ge

გარდა ამისა, რონალდომ მატჩზეც ისაუბრა.

"მარტო მე არ უნდა მომილოცოთ, არამედ მთელ გუნდს, რომელმაც ბრწყინვალე თამაში ჩაატარა.
გატანა ჩემი ამოცანაა. თავიდანვე კარგად ვთამაშობდით და ბოლომდე ასე
გავაგრძელეთ, ხოლო გოლები ლოგიკური შედეგი გახდა.

რა თქმა უნდა, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა უმთავრესია, რომ გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა.

ახლა კარგი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია. "ატლეტიკო" ძალიან ძლიერი მეტოქეა და საპასუხო შეხვედრაში ყურადღებით უნდა ვიყოთ", - თქვა რონალდომ.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: სიმეონეს ეპოქა "ბერნაბეუზე" დაასრულეს [VIDEO]

მომზადებულია www.101greatgoals.com-სა AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
არანაირი თამაშგარე არ ყოფილა
giorgi
08:28 04-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული