დიეგო სიმეონე: ვაპირებთ, რამე პრაქტიკულად შეუძლებელი გავაკეთოთ

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "რეალთან" (0:3) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"პირველი ტაიმი არც ისე კარგად ჩავატარეთ. ამასთან ერთად, მეტოქემ გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში ინიციატივას ვფლობდით, მაგრამ მომენტები არ შეგვიქმნია. ხოლო "რეალმა" თავისუფალი ზონები გამოიყენა. ისინი უკეთესები იყვნენ და შეგვიძლია მათ მივულოცოთ.

ფეხბურთში შეიძლება ყვლაფერი მოხდეს, ეს შესანიშნავი თამაშია. ვფიქრობ, გვაქვს შანსი, ფინალში გავიდეთ. უკვე ვუთხარი ბიჭებს, რომ ეს წაგება დაივიწყონ. ვაპირებთ, რამე პრაქტიკულად შეუძლებელი გავაკეთოთ. გავიმეორებ, ეს ფეხბურთია", - თქვა სიმეონემ.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი:
სიმეონეს ეპოქა "ბერნაბეუზე" დაასრულეს [VIDEO]


მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული