ზინედინ ზიდანი: ჩვენი იარაღით ნებისმიერ გუნდს დავამარცხებთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ატლეტიკოსთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"კარგი მატჩი ჩავატარეთ. სამი გოლის გატანა იოლი არ არის. ანგარიში გავხსენით და მეტოქეს ვაჯობეთ მომენტებში პირველ ტაიმში. კარგია, რომ სამი გოლი გავიტანეთ და ამავე დროს, არ გაგვიშვია.

ძალიან კარგად ვიცით, როგორი საჭიროა გოლები სხვის მოედანზე.

თამაშის მიმდინარეობა და ტაბლო გეტყვით, რა კარგად ვითამაშეთ, თუმცა წინ საპასუხო მატჩია.

უნდა ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ ფინალისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ "ატლეტიკოს" მოედანზე იოლი არ იქნება.

კმაყოფილები ვართ და შეგვიძლია წარმატებით
დავტკბეთ, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა. არ მგონია, რომ ბიჭებს თავი უკვე ფინალში ეგონოთ.

კრიშტიანო ნამდვილი ბომბარდირია. ის უნიკალურია. ყველა მოთამაშე მოწოდების სიმაღლეზე იყო. ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა და ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა. დღეს ისკო "ათიანს" თამაშობდა და დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა. ბრწყინვალედ ითამაშეს ასენსიომ და ლუკას ვასკესმაც, თუმცა არც დაცვაში გვითამაშია იმაზე ცუდად, რაც თავდასხმაში. თითოეული ფეხბურთელის მუშაობით კმაყოფილი ვარ.

ჯერ არაფერი მოგვიგია. გაიტანო სამი გოლი და არც ერთი გაუშვა ასეთ მეტოქესთან, ძალიან რთულია. ასე უნდა გავაგრძელოთ.

ჩვენი იარაღით ნებისმიერ გუნდს დავამარცხებთ.

ფეხბურთში არ არსებობს ასეთი ცნება, როგორიცაა "იოლი მატჩი". ფინალში გასასვლელად სტუმრად კარგად თამაში გვმართებს.

გამიმართლა, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს გუნდში. ვცდილობთ, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და სიამოვნება მივიღოთ. ეს მუშაობს, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც საქმისადმი სწორი მიდგომა აქვთ", - თქვა ზიდანმა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: სიმეონეს ეპოქა "ბერნაბეუზე" დაასრულეს [VIDEO]

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ათწლეულები კიარა ზუსტად მესი დაამხობს თავზე ყველა მიღწევას რაც აქვს. 3 სეზონით ნაკლები აქვს მესის ნათამაშები და ყველაფერში კუდზე აზის რასაც მიაღწია. და რა რეკორდებიც მესის აქვს იმას თქვენი მანეკენი ვერასდროს ვერ გაიმეორებს ;)
ღმერთის რჩეულს
04 მაისი 2017 13:07
0
ამ გუნდს მხოლოდ ბარსელონა აწყნარებს და რონალდოს დოინჯშემოყრილს ატოვებინებს მოედანს.
პავლე
04 მაისი 2017 09:00
0
ბარსას ფანებო შეეგუეთ რომ ბოლო ორი სეზონი რეალი ბარსაზე უკეთესია ხოლო რონალდო მესიზე.ბაიერნის და ატლეტიკოს უკვე 8 ბურთი გაუტანო თანაც მეოთხე და ნახევარ ფინალებში პელესა და მარადონას შეშურდებოდათ.რონალდო ისეთ ისტორიას წერს ევროპულ ფეხბურთში რომ ათწლეულები სხვა ფეხბურთელების შედეგებს მას შეადარებენ.
ღმერთის რჩეული
03 მაისი 2017 17:31
0
ბარსას გულშემატკივარი ვარ,მაგრამ შეუძლებელია რეალის თამაშს უყურო და არ ისიამოვნო.დიდებული გუნდია.
სოსო
03 მაისი 2017 17:28
0
ბარსას გარდა ყველასთქო ასე იქნებოდი ზიზუ მართალი, მაგრამ არა მგონია იუვენტუსმაც ბარსაზე ნაკლებ დღეში ჩაგაგდოთ...
კაი ერთი ზიზუ
03 მაისი 2017 16:14
0
ამ ბოლო დროს რეალის იარაღი თამაშგარიდან გატანილი გოლები გახდა
giorgi
03 მაისი 2017 13:48
0

სიახლეები პოპულარული