ფილიპ ლამის აღიარება მწარე მარცხზე: ეს გვარდიოლას სქემა არ იყო

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა ფილიპ ლამმა აღიარა, რომ 2014 წელს, "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის მატჩში "რეალთან" (0:4) იმდროინდელი მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ტაქტიკით არ უთამაშია.

"მაშინ გვარდიოლამ გუნდის 6 ფეხბურთელს უხმო და ჰკითხა, როგორ გვინდოდა, რომ გვეთამაშა. ფეხბურთელებმა სხვა ტაქტიკა შესთავაზეს.

მაშინ ხოსეპი ფეხბურთელებს ენდო და გადაწყვიტა, ეთამაშა იმ სქემით, რაც ფეხბურთელებმა შესთავაზეს.

წაგების შემდეგ ყველამ დაიწყო საუბარი, რომ გვარდიოლას სქემა არ მუშაობს. სინამდვილეში კი ეს მისი სქემა არ იყო. ნებისმიერს შეეძლო ენახა, რომ მასთან ასე არ თამაშობენ", - აღიარა ლამმა.

გამოცემა
Bild-ის ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის ინფორმაციით, ეს ფეხბურთელები იყვნენ: ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მანუელ ნოიერი, ფრანკ რიბერი, არიენ რობენი და ტონი კროოსი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული