ჯანლუიჯი ბუფონი: იმედია, ადამიანებს გული დაწყდებათ, როცა კარიერას დავასრულებ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა "მონაკოსთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"თითოეულ მატჩში ვცდილობ დავამტკიცო, რომ დამსახურებულად ვთამაშობ ასეთ დონეზე, მიუხედავად ჩემი ასაკისა. იმედია, ადამიანებს გული დაწყდებათ, როცა კარიერას დავასრულებ.

ჩემს "სეივებს" არ ვუყურებ, რადგან არ შემიძლია, ისინი შევაფასო, მაგრამ მზად უნდა ვიყო, გუნდს ნებისმიერ მომენტში დავეხმარო, როცა ეს საჭირო იქნება. ჯერჯერობით ეს გამომდის, ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

კარგად ვთამაშობდით და ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რომელიც საჭირო იყო "მონაკოს" დასამარცხებლად. გასვლაზე ჯერ არ გაგვიშვია. ასეთ შედეგს არ მივაღწევდით, რომ
არა გუნდში ერთიანობა.

როგორც ვამბობდით, "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ უნდა მოვუმატოთ და უკეთესები გავხდეთ. ზუსტად ამისთვის ვვარჯიშობთ და ვმუშაობთ ყოველდღე.

"ოქროს ბურთის" მოპოვებაზე არ ვფიქრობ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჯილდო მაკლია. უბრალოდ, ვცდილობ, კარგი ფორმა შევინარჩუნო და თანაგუნდელებს მნიშვნელოვან მატჩებში დავეხმარო", - თქვა ბუფონმა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: კარდიფული ფინალის კონტურები - იუვე VS რეალი? [VIDEO]

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
RESPECT!!! მე მგონი დროა ოქროს ბურთი ჯიჯიმ აიღოს და ეს მრავალი წლის შემდეგ პირველად მოხდება.იმსახურებს ეს კაცი ამას!!თან უკვე მოსაბეზრებელი გახდა მესის და რონალდოს ჭიდაობა მაგ ტიტულზე
0
ყველაზე მაგარი კაცია 21-ე საუკუნის იტალიურ ფეხბურთში!!! ვუსურვებ ლიგის მოგებას!!!
მამ
10:34 05-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული