ტურინის "იუვენტუსმა" "მონაკოს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩმა გახსნა, ხოლო 45-ეწუთზე სხვაობა ორამდე დანი ალვშემა გაზარდა.
სტუმრებიდან თავი 69-ე წუთზე კილიან მბაპემ გამოიჩინა.
ორი მატჩის ჯამში "იუვენტუსმა" "მონაკო" ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" ფინალში ნომინალური მასპინძელი იქნება.