ჯანლუიჯი ბუფონი: ზიდანი ყოველთვის ვერ იგებდა და იმედა, ვერც ახლა მოიგებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ და კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა, "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ, მადრიდელთა თავკაც ზინედინ ზიდანზე, თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოსა და თავის თანაგუნდელ დანი ალვეშზე აზრი გამოთქვა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების ფინალური მატჩი 3 ივნისს, კარდიფში, "მილენიუმის" სტადიონზე თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.

- იუვენტუსი VS რეალი - გუნდი თუ ლიდერი, დაცვა თუ შეტევა?

"დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ მითამაშია. ძალიან ხშირად, კარიერის დასრულების შემდეგ ისინი ტექნიკურ ზონაში აღმოჩნდებიან ხოლმე.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ 11 წელი გავიდა და არ
მიკვირს, რომ ზიდანი დღეს "რეალს" წვრთნის. მას არ დაუკარგავს ძველი ღირსებები, ის - გამარჯვებულია. ის იყო გამარჯვებული, როდასც ფეხბურთს თამაშობდა და დარჩა ასეთად, როდესაც მწვრთნელობას მიჰყო ხელი.

თუმცა, ყოველთვის და ყველგან ის ვერ იგებდა და იმედი მაქვს, ვერც ახლა მოიგებს. თუმცა, ეს ვერაფრით დააკნინებს მის პრესტიჟს.

რონალდო ყველასთვის სამაგალითოა. მე 39 წლის ვარ და მეგონა, რომ უკვე აღარაფერი მესწავლებოდა ემოციური კუთხით. მაგრამ წელს, დანისთან ურთიერთობით ბევრი ვისწავლე. დანისაც და რონალდოსაც ბევრი რამ მოუგიათ, მაგრამ ცხვირს არ წევენ. ასეთი ფეხბურთელების გვერდით ყოფნა სასიამოვნოა, რადგან მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

გვჯერა საკუთარი თავის, თუმცა ღრუბლებში არ დავფრინავთ. "რეალი" მიჩვეულია ფინალებში გამარჯვებას, ჩვენ კი რამდენჯერმე დავმარცხდით. ეს მატჩი კარგია იმით, რომ გვაქვს შანსი, გადავწეროთ ისტორია.

ასეთი თამაშების წინა დღეები ერთმანეთს ჰგავს, უნდა შეძლო კონცენტრირება, გრძნობ გარკვეულ შიშსა და პატისვისცემას მეტოქისადმი, მაგრამ ამავდროულად, იცი საკუთარი შესაძლებლობები და ეს შენი მთავარი იარაღია", - თქვა იტალიელმა მეკარემ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოველთვის ვერ იგებდა არაკაცი მატერაცის გამო.
0
მაგარი კაცი ხარ ჯანლუიჯი. გული მწყდება, რომ დღეს რაღაც ძალიან გეწყინება:)))
murtalo
19:58 03-06-2017
0

სიახლეები პოპულარული