უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების ფინალური მატჩი 3 ივნისს, კარდიფში, "მილენიუმის" სტადიონზე თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.
- იუვენტუსი VS რეალი - გუნდი თუ ლიდერი, დაცვა თუ შეტევა?
"ამ სეზონის განმავლობაში ბევრს ვშრომობდით, რათა ვყოფილიყავით აქ და მოგვეგო ლიგა. ახლა მთავარია, მზად ვიყოთ გადამწყვეტი მატჩისთვის. და ჩვენ მზად ვართ!
ჩვენ ყოველთვის ფავორიტები ვართ - ამას თქვენ, ჟურნალისტები ამბობთ მუდმივად, მაგრამ სინამდვილეში, ამ თამაშში ფავორიტი
ვუყურებ ჩემ გუნდს და ვხვდები, რომ თითოეული ფეხბურთელი მზადაა - არამხოლოდ მენტალურად, ფიზიკურადაც. თითოეული თავის საუკეთესო ფორმაშია.
უბრალოდ, ვტკბები იმით, რაც ხდება. ვიღაცას რომ ეთქვა ჩემსთვის ბავშვობაში, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა, არ დავიჯერებდი. ძალიან მიხარია, რომ ისევ მაქვს ფინალში ყოფნის ბედნიერება, როგორც ეს მილანში იყო. თუმცა, ბევრი თამაში წამიგია და ვიცი, რაოდენ იოლია ამ ყველაფრის დაკარგვა.
რონალდო კარგი ბიჭია, ის ზრუნავს სხვებზე. ის ვარჯიშებზეც კი მოგებაზე ფიქრობს, დაბადებულია ლიდერად. კრიშტიანოსთან ერთად რომ მეთამაშა, ბრწყინვალე იქნებოდა, რადგან მას გოლების გატანა შეუძლია.
ვიცი, რა არის იტალია და კატენაჩო, თუმცა ღია თამაშს მოველი. ჩვენ ისევე ვიმოქმედებთ, როგორც ყოველთვის", - ამბობს ზიდანი.