"ყარაბაღის" მწვრთნელსა და კაპიტანს თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ"

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი ყაზბეგ თუაევი azerisport.com-ს ესაუბრა, სადაც ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედია"-"ყარაბაღის" მეტოქეობაზეც ისაუბრა.

- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"

ჩანს, რომ ბატონი ყაზბეგი, რომელიც თავის დროზე სსრკ-ის ნაკრების ფეხბურთელი იყო, სხვადასხვა დროს კი ბაქოს "ნეფთჩისა" და ეროვნულ ნაკრებსაც წვრთიდა, ერთობ ცუდი აზრისაა როგორც საქართველოს ჩემპიონზე, ისე მთლიანად დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე...

- ევროთასებზე მეტოქეებს თუ გადავხედავთ, აზერბაიჯანულ გუნდებს მათი ბარიერის იოლად დაძლევა არ
უნდა გაუჭირდეთ. ეგღა გვაკლია, სასტარტო რაუნდებიდან გამოვარდნენ. ყველა თვალსაზრისით, ჩვენ მაღლა ვდგავართ მათზე.

- ფინანსურად...
- ასე ნუ ვიტყვით. თუმცა, სინამდვილეში ასეცაა. განსაკუთრებით ეს "ყარაბაღს" ეხება, რომელმაც იოლად უნდა გაიაროს "სამტრედია". სხვაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს.

- აგდამური გუნდის მთავარი მწვრთნელი ყურბან ყურბანოვი და კაპიტანი რაშიდ სადიხოვი კი უფრთხიან მეტოქეს...
- ეს მათი საქმეა, მაგრამ თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ.

- ნუთუ საქართველოს ჩემპიონებისგან სიურპრიზს სულ არ უნდა ველოდეთ?
-  მათ დიდი ხანია ამოწურეს თავიანთი სიურპრიზები. დღეს აზერბაიჯანული ფეხბურთი აღემატება ქართულს. თუმცა პატივს ვცემ ქართულ ფეხბურთს, მის მდიდარ ტრადიციას...

- წლების წინ ის ჩვენთვის სამაგალითო იყო, მაგრამ დღეს ჩვენი ფეხბურთი უკეთესია. ეგ კი არა, აზერბაიჯანის ნაკრებიც მაღლაა რეიტინგში...
- რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს წინსვლა. ხოლო იმაზე, საქმე ცუდად რომ აქვთ, უმჯობესია, ქართველებმა თავად იფიქრონ. მათ ჰყავთ კარგი ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთულ კლუბებში გამოდიან, თუმცა საკლუბო ფეხბურთი, რბილად რომ ვთქვათ, ჩამოგვრჩება.
მკითხველის კომენტარები / 57 /
როგორ მინდა სამტრედიამ მოიგოს და ეს კაცი სიმწრისგან ტიროდეს, მაგრამ როგორ გინდა ირწმუნო იმ გუნდის, რომელსაც არც ბაზა აქვს, არც ნორმალური ბალახის საფარიანი სტადიონი, არც ოფიციალური საიტი და არც თავდამსხმელი ჰყავს????!!!!
Qartveli888
23 ივნისი 2017 23:42
0
სამწუხაროა, მაგრამ მართალია ეს კაცი, რა თქვა ტყუილი?
mixo
23 ივნისი 2017 22:14
0
ფულის და უცხოელი ლეგიონერების გარდა მათი კლუბების უპირატესობა იმაშიც არის რომ აზერბაიჯანელ ფეხბურთელებს იშვიათად იწვევენ საზღვარგარეთ და სტაბილურად ყავთ შემადგენლობა წლების განმავლობაში. ჩვენთან კიდე ვინც ნიჭიერი გამოჩნდება ორ წელიწადში უკვე უცხო კლუბები ეპატიჟებიან.
მმმ
23 ივნისი 2017 21:06
0
ცუდი მოსასმენია, უცხო ადამიანი რო გაკრიტიკებს, მაგრამ ქართული ფეხბურთი, რომ უფსკრულში გადაჩეხეს, ძირითადად კლუბის დირექტორებმა და მწვრთნელებმა, რომლებსაც ფულის გამოწველის გარდა, სხვა ინტერესი არ ამოძრავებთ და ქართული ფეხბურთის განვითარება ფეხებზე ჰკიდიათ, ფაქტია! ყველას არ ეხება, მაგრამ უდიდესი უმრავლესობას კი!
jj
23 ივნისი 2017 21:03
0
ამათ აქვთ კომპლექსი,თორემ ჩვენთვის ხომ ფეხბურთში აზერბაიჯანი არასოდეს ყოფილა მიბაძვის ობიექტი.მესხისა და ყიფიანის თაობების დინამოსთან ამათი ნეფტჩი და ნეფტიანიკი ხომ მოსატანი არ არის და ეხლაც რაც არ უნდა დავარდნილები ვიყოთ მაინც ფაქტია ჩვენ ესპანეთს შეიძლება მოვუგოთ ესპანეთში და ესენი ამას შეძლებენ როდესმე?თვითონ ეს ტუაევი მახსოვს საკავშირო მასსტაბით ერთი სრედნიაკი ფეხბურთელი იყო,აუტებს აწვდიდა აქტიურად.წარმატებები ყაზბეგ....
ნოდიკო
23 ივნისი 2017 20:41
0
სხვისი ნუ გვიკვირს,ბევრი ქართველია ჩვენი გუნდების წაგება რომ უნდა.
საჩხერელი
23 ივნისი 2017 20:32
0
ნუ გვწყინს არასწორს არაფერს ამბობს რაც არ უნდა მწარეთ მოგვეჩვენოს
emigranti
23 ივნისი 2017 19:58
0
ამ შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია, ვინ ამბობს და რა ფორმით. ამ (...)კაცის წინა ინტერვიუებიც გვახსოვს, მისი ე.წ.ეროვნულ/ნაციონალურითა და ძველი(ს) კომპლექსებით მომენტებით გაჟღენთილი ინტერვიუები ("ბაქაოში "ნეფთჩი" იგებდა და თბილისში "დინამო", არაფრით ჩამოვრჩებოდითო..."). აზერბაიჯანის სირცხვილია ამ კაცის ასეთი "გაჯეჯილება" და დაახლოებით, საქართველოში მაცხოვრებელი (არა ადგილობრივი წარმოშობის, ჩამოსული) სომეხის ინტერვიუსნაირია... P.S."განსაკუთრებული თავდადება და სპორტული "ჯიგარი" უნდა გამოავლინოს სამტრედიამ და გულშემატკივრობა სათანადო!
"სწორია", "არასწორია", "რა თქვა არასწორი" და ა.შ.-თან დაკავაშირებით
23 ივნისი 2017 18:04
0
ძველი თაობის გულშემატკივრებს ალბათ ახსოვთ და დამეთანხმებიან რომ როცა ტუაევი თამაშობდა, აზერბაიჯანში მიაჩნდათ რომ იგი არაფრით ჩამოუვარდებოდა მეტრეველს,თავადაც ასე ფიქრობდა....რაც შეეხება ნაკრებს სულ რამდენიმე მეორეხარისხოვან თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული
დავითი
23 ივნისი 2017 18:02
0
ძველი თაობის გულშემატკივრებს ალბათ ახსოვთ და დამეთანხმებიან რომ როცა ტუაევი თამაშობდა, აზერბაიჯანში მიაჩნდათ რომ იგი არაფრით ჩამოუვარდებოდა მეტრეველს,თავადაც ასე ფიქრობდა....რაც შეეხება ნაკრებს სულ რამდენიმე მეორეხარისხოვან თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული
დავითი
23 ივნისი 2017 18:00
0

სიახლეები პოპულარული