"ყარაბაღის" მწვრთნელსა და კაპიტანს თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ"

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი ყაზბეგ თუაევი azerisport.com-ს ესაუბრა, სადაც ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედია"-"ყარაბაღის" მეტოქეობაზეც ისაუბრა.

- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"

ჩანს, რომ ბატონი ყაზბეგი, რომელიც თავის დროზე სსრკ-ის ნაკრების ფეხბურთელი იყო, სხვადასხვა დროს კი ბაქოს "ნეფთჩისა" და ეროვნულ ნაკრებსაც წვრთიდა, ერთობ ცუდი აზრისაა როგორც საქართველოს ჩემპიონზე, ისე მთლიანად დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე...

- ევროთასებზე მეტოქეებს თუ გადავხედავთ, აზერბაიჯანულ გუნდებს მათი ბარიერის იოლად დაძლევა არ
უნდა გაუჭირდეთ. ეგღა გვაკლია, სასტარტო რაუნდებიდან გამოვარდნენ. ყველა თვალსაზრისით, ჩვენ მაღლა ვდგავართ მათზე.

- ფინანსურად...
- ასე ნუ ვიტყვით. თუმცა, სინამდვილეში ასეცაა. განსაკუთრებით ეს "ყარაბაღს" ეხება, რომელმაც იოლად უნდა გაიაროს "სამტრედია". სხვაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს.

- აგდამური გუნდის მთავარი მწვრთნელი ყურბან ყურბანოვი და კაპიტანი რაშიდ სადიხოვი კი უფრთხიან მეტოქეს...
- ეს მათი საქმეა, მაგრამ თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ.

- ნუთუ საქართველოს ჩემპიონებისგან სიურპრიზს სულ არ უნდა ველოდეთ?
-  მათ დიდი ხანია ამოწურეს თავიანთი სიურპრიზები. დღეს აზერბაიჯანული ფეხბურთი აღემატება ქართულს. თუმცა პატივს ვცემ ქართულ ფეხბურთს, მის მდიდარ ტრადიციას...

- წლების წინ ის ჩვენთვის სამაგალითო იყო, მაგრამ დღეს ჩვენი ფეხბურთი უკეთესია. ეგ კი არა, აზერბაიჯანის ნაკრებიც მაღლაა რეიტინგში...
- რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს წინსვლა. ხოლო იმაზე, საქმე ცუდად რომ აქვთ, უმჯობესია, ქართველებმა თავად იფიქრონ. მათ ჰყავთ კარგი ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთულ კლუბებში გამოდიან, თუმცა საკლუბო ფეხბურთი, რბილად რომ ვთქვათ, ჩამოგვრჩება.
მკითხველის კომენტარები / 57 /
Yყყყველამ მივიდეტ და Dაუმტკიცოტ რო Mაგრები ვარტ სამტრედია მაგარია
Barsaa
23 ივნისი 2017 17:07
0
ცეცადზე დაცვა ტუარ გააზლიერე გაბალა მონაგონი იკნება
d/g
23 ივნისი 2017 17:07
0
ვისაც ეჭვი ეპარება მალე ნახავს როგორ გადაუვლის „ყარაბაღი“,ორივე მატჩში.
თბილისი
23 ივნისი 2017 17:02
0
ეეჰ, ეს ის შემთხვევაა, როცა თავს ზემოთ ძალა არ არის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქომაგების უმრავლესობა გაღიზიანდა ამის ნათქვამზე, მაგრამ რეალობა მწარეა ...
qomagi
23 ივნისი 2017 16:55
0
რა თქავა არასწორი და ,,ყარაბახია" და არა მანჩესტერ იუნაიტედი, ვინ ჩემი ფეხებია პირველი საკვალიფიკაციოდან იწყებს თამაშს.
ქომაგი
23 ივნისი 2017 16:55
0
ერთი ჩაკვეტაძე მირჩევნია მთელ ამათ ჩემპიონატს....ფაქტია, რომ ფინანსურად და ორგანიზაციულად ჩვენზე უკეთ გამოიყურებიან, მაგრამ შრომისა და ნიჭის წყალობით ადრინდელი სტატუს-ქვოს აღდგენა სავსებით რეალურია. კარგია, რომ ასე ლაპარაკობს.....უფრო ადრე გაიღვიძებს ჩვენი პატივმოყვარეობა!
DK
23 ივნისი 2017 16:54
0
თქვენ გაქვთ ნავთი! - ეგ არი თქვენი ნიჭიც, უნარიც, საკლუბო ფეხბურთიც და საერთოდ
ყველაფერი!
juve
23 ივნისი 2017 16:51
0
11 კასციდან 10 უცხოელი გკაწწტ და რანაირად კწია მაგას აზერული პეხბურტი))
rloma
23 ივნისი 2017 16:50
0
მონა რატომაა, რა თქვა არასწორი ამ კაცმა მე ვერ გავიგე, ჩვენზე მაღლა არიან ამ ეტაპზე
m.m
23 ივნისი 2017 16:49
0
ქართველები ქართულ ფეხბურთს მაინც თამაშობენ ავად თუ კარგად,ამათ კი ყველა ნაყიდი ჰყავთ, უბრალოდ გაუგებარი მოვლენაა აზერბაიჯანული ფეხბურთი.
ვიყიდოთ ჩვენაც სულ უცხოელები და ვითამაშოთ დანიურ ან შვედურ სტილში, იქნება ეს ქართული ფეხბურთი?
ორიდან ერთი უნდა ავირჩიოთ, ან საკუთარი სტილი, ან მხოლოდ რეზულტატი ნებისმიერ ფასად.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს. როგორც ცნობილია დღეისათვის ყარაბახის ხარჯები მეტია ვიდრე შემოსავლები. აი ესა მაგათი სიმართლე, იმავე დღეშია გაბალა, ამათ რესურსი აქვთ მაქსიმუმ კიდევ 1-2 წელი და მერე ალბათ სახელმწიფო დოტაცია მოუწევთ ან სომხებივით 6 კლუბიანზე გადავლენ ,თუმცა 8 კლუბიანზე უკვე ისედაც არიან.
Guadua
23 ივნისი 2017 16:44
0

სიახლეები პოპულარული