მერვედფინალის საგზურებისთვის დღეს ერთმანეთს ებრძვიან "ჩელსი" და "ვალენსია", ასევე "ზენიტი" და "პორტუც".
E ჯგუფი
გენკი-ლევერკუზენი
"ლევერკუზენს" მერვედფინალის საგზური უკვე განაღდებული აქვს და უიმედო აუტსაიდერ "გენკთან" გასვლით შეხვედრაში გერმანიის ვიცე-ჩემპიონის ერთადერთი მოტივაცია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, რადგან ერთის მხრივ, ეს მერვედფინალში შედარებით "სუსტ" მეტოქესთან შეხვედრის შანსს ზრდის, მეორე მხრივ კი
სწორედ ამიტომ თქვა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ლევერკუზენელთა თავკაცმა რობინ დუტმა, "გენკთან" მხოლოდ მოგება გვინდა, რადგან ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებააო. შესაბამისად, დუტი ექსპერიმენტებზე უარს იტყვის და მოედანზე საუკეთესო შემადგენლობას გაიყვანს.
სავარაუდო შემადგენლობები
გენკი (4-4-2): კიოტელესი - ვანდენ ბორე, ნგონგჩა, ნადსონი, პუდილი - ბუფელი, კამიუ, ტოშერი, ბარდა - ნვანგანგა, ფოსენი.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - კასტრო, რაინარტცი, მ. ფრიდრიხი, კადლეცი - ლ. ბენდერი, როლფესი - შიურლე, ბალაკი, სემი - დერდიოკი.
არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)
ჩელსი-ვალენსია
პარალელური მატჩი კი ასი პროცენტით დამაინტრიგებელია, რადგან "ჩელსისა" და "ვალენსიის" სახით ერთმანეთს ამ ჯგუფიდან მეორე გამსვლელი ადგილის მაძიებლები ხვდებიან. მოგებული მერვედფინალში ავტომატურად ითამაშებს, უგოლო ფრე "ჩელსის" აწყობს, გოლებიანი კი "ვალენსიას".
გასულ უქმეებზე ორივემ მოიგო: "ჩელსიმ" "ნიუკასლი" 3:0 დაამარცხა, "ვალენსიამ" კი "ესპანიოლს" მოუგო (2:1). ფავორიტი უფრო ლონდონური კლუბია და თუ "არისტოკრატები" ჯგუფში ჩარჩებიან, დიდია იმის შანსი, რომ რომან აბრამოვიჩმა ანდრე ვილაშ ბოაში გააგდოს.
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული - მეირელესი, რამირესი, ლემპარდი - სტარიჯი, დროგბა, მატა.
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში - მიგელი, რამი, დელბერტი, ალბა - კოშტა, ტოპალი - ფეგული, ხონასი, მათიუ - სოლდადო.
არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლევერკუზენი 5 3 0 2 7-7 9
2. ვალენსია 5 2 2 1 12-4 8
3. ჩელსი 5 2 2 1 10-4 8
4. გენკი 5 0 2 3 1-15 2
F ჯგუფი
ბორუსია (დ)-მარსელი
გაგიკვირდებათ და დორტმუნდის "ბორუსიას" ჯერ კიდევ აქვს მერვედფინალში გასვლის თეორიულ-მინიმალური, მაგრამ მაინც შანსი და გერმანიის ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგაში გამოსაზამთრებლად სასწაული სჭირდება: BVB-მ მარსელის "ოლიმპიკს" დიდი ანგარიშით უნდა მოუგოს. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ: "ბორუსიამ" მინიმუმ ოთხბურთიანი სხვაობით უნდა მოიგოს.
"ძალიან მაგარი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რათა არარეალური რეალური გახდეს. ვფიქრობ, თავისუფლადაც ვითამაშებთ, რადგან დასაკარგი არაფერი გვაქვს," - ეს დორტმუნდელთა კაპიტნის, სებასტიან კელის სიტყვებია. თუმცა კელმა შეიძლება ვერ ითამაშოს, რადგან მიონხენგლადბახში (1:1) მცირე ტრავმა მიიღო. კითხვის ნიშნის ქვეშაა მორიტც ლაიტნერის თამაშიც, მარსელ შმელცერი კი ნამდვილად ვერ იასპარეზებს, რადგან დისკვალიფიცირებულია - მას ლიოვე შეცვლის.
"მარსელი" ბოლო დროს დასტაბილურდა და საფრანგეთის ჩემპიონატში ზედიზედ ორი თამაში მოიგო (მათ შორის, მოუგო პსჟ-საც). საკადრო პრობლემები დიდიე დეშამსაც აქვს: ჟინიაკის თამაში გამორიცხულია, მბიას ასპარეზობა კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, ლიოვე - გიუნდოგანი, კელი - გიოტცე, ლევანდოვსკი (ან კაგავა), გროსკროიტცი - ბარიოსი.
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ასპილიკუეტა, დიავარა, ნკულუ, დ. ტრაორე - ა. დიარა, მბია - ამალფიტანო, ლუჩო გონსალესი, ა. აიუ - რემი.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)
ოლიმპიაკოსი-არსენალი
დორტმუნდელთა ბედი მათ ხელში არაა - "ბორუსიას" სასწაულისთვის მნიშვნელობა აქვს "ოლიმპიაკოსისა" და "არსენალის" მატჩის შედეგსაც. თუ ბერძნები მოიგებენ, გერმანიის ჩემპიონს მერვედფინალში გასვლის ყველანაირი შანსი გადაეწურება, ხოლო თუ ეს შეხვედრა ფრედ დასრულდა, დორტმუნდელებს "მარსელის" ხუთბურთიანი სხვაობით დამარცხება დასჭირდებათ.
აღსანიშნავია, რომ "არსენალი" უკვე მერვედფინალშია და თანაც, ლონდონელებს პირველი ადგილის განაღდებული აქვთ. ასე რომ, არსენ ვენგერს მოედანზე მეორე შემადგენლობის გაყვანა შეუძლია.
სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი (4-4-2): მეგიერი - მანიატისი, მელბერგი, პაპადოპულოსი, ტოროსიდისი - პოტურიდისი, ჰოლებასი, ორბაისი, აბდუნი - პანტელიჩი, ჯებური.
არსენალი (4-3-3): ფაბიანსკი - კოშელნი, ვერმაელენი, სკილაჩი, სანტოსი - კოქელინი, ფრიმპონგი, ბენაიუნი - ჩემბერლენი, შამახი, არშავინი.
არბიტრი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 5 3 2 0 6-3 11
2. მარსელი 5 2 1 2 4-2 7
3. ოლიმპიაკოსი 5 2 0 3 5-5 6
4. ბორუსია (დ) 5 1 1 3 4-9 4
G ჯგუფი
აპოელ-შახტარი
აპოელ-მა სენსაცია სრულყო: ეს არის პირველი კვიპროსული გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებს. შესაბამისად, "შახტართან" საშინაო მატჩი მწვრთნელ ივან იოვანოვიჩისა და მისი შეგირდებისთვის საზეიმო შეხვედრა იქნება - ნიქოზია უდიდეს წარმატებას იზეიმებს. "შახტარი" ზეიმის კარგი მონაწილე იქნება, რადგან დონეცკელებსაც აღარ აქვთ მოტივაცია - მესამე ადგილის დაკავებაც კი აღარ შეუძლიათ. ნიქოზიელთა ერთადერთი მოტივაცია კი პირველი ადგილის დაკავებაა, რასაც აპოელ-ი გამარჯვების შემთხვევაში მოახერხებს.
სავარაუდო შემადგენლობები
აპოელ (4-2-3-1): პარდო - პურსაიტიდისი, ჟორჟე, იაჰიჩი, ოლივეირა - მორაისი, სატსიასი - ადორნო, მარსინიო, მანდუკა - სოლარი.
შახტარი (4-2-3-1): რიბკა - კობინი, რაკიცკი, კუჩერი, რაცი - ჰიუბშმანი, მხითარიანი - დუგლას კოშტა, ჟადსონი, ვილიანი - ლუის ადრიანო.
არბიტრი: ოვიდიუ ალენ ჰატიგანი (რუმინეთი)
პორტუ-ზენიტი
სამაგიეროდ, "პორტუსა" და "ზენიტის" მატჩში ორივე გუნდის დევიზი ასე ჟღერს: ყველაფერი, ან არაფერი! ორივე გუნდი მერვედფინალის მეორე საგზურისთვის იბრძვის, ანგარიში კი მარტივია: "პორტუმ" უნდა მოიგოს, "ზენიტს" კი ფრეც აწყობს.
პორტუგალიელთა თავკაცი ვიტორ პერეირა როდრიგესს დისკვალიფიკაციის გამო მოისაკლისებს. ამ უკანასკნელს სავარაუდოდ ვარელა შეცვლის.
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-2-3-1): ჰელტონი - მაიკონი, როლანდო, ოტამენდი, პერეირა - ფერნანდო, მოუტინიო - ჯალმა, დეფური, ვარელა - ჰალკი.
ზენიტი (4-3-3): მალაფეევი - ანიუკოვი, ჰუბოკანი, ლომბერტსი, კრიშიტო - ზირიანოვი, დენისოვი, შიროკოვი - ფაიზულინი, ბუხაროვი, დანი.
არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. აპოელ 5 2 3 0 6-4 9
2. ზენიტი 5 2 2 1 7-5 8
3. პორტუ 5 2 1 2 7-7 7
4. შახტარი 5 0 2 3 4-8 2
H ჯგუფი
ვიქტორია-მილანი
ჩეხეთის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაში პირველ მოღვაწეობას "მილანთან" საშინაო მატჩით დაასრულებს. აღსანიშნავია, რომ პლზენელებს ფრეც ჰყოფნით იმისათვის, რომ მესამე ადგილი გაინაღდონ და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვონ, რადგან "ბატესთან" პირადი დუელი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.
"როსონერის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი ალბერტო აკვილანის ვერ გამოიყენებს - ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებულია.
სავარაუდო შემადგენლობები
ვიქტორია (4-5-1): ჩეხი - რაიტორალი, ჩისოვსკი, ბისტრონი, ლიმბერსკი - პეტრჟელა, ირჟაჩეკი, ჰორვატი, კოლარი, პილარი - ბაკოსი.
მილანი (4-3-1-2): ამელია - აბატე, იეპესი, ტიაგო სილვა, ანტონინი - ნოჩერინო, ამბროზინი, ზეედორფი - კ. პ. ბოატენგი - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი.
არბიტრი: ისტვან ვადი (უნგრეთი)
ბარსელონა-ბატე
პარალელურ მატჩში კი "ბატეს" "ნოუ კამპზე" თამაშის პატივი ერგება. "ბარსელონას" პირველი ადგილიც განაღდებული აქვს, რის გამოც კატალონიელთა თავკაცი პეპ გვარდიოლა მეორე შემადგენლობას ათამაშებს, წამყვან ფეხბურთელებს კი აუცილებლად "ელ კლასიკოსთვის" შემოინახავს - "ბარსა" "რეალს" შაბათს შეხვდება.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): პინტუ - მონტოია, ფონტასი, პიკე, მაქსველი - ტიაგო, დოს სანტოსი, რივეროლა - კიკო, პედრო, კუენსა.
ბატე (4-4-2): გუტორი - ფილიპენკო, შიმიჩი, იურევიჩი, ბორდაჩევი - ვოლოდკო, ბრეშანი, ბაგა, პავლოვი - კონცევოი, სკავიში.
არბიტრი: ვილიამ კოლუმი (შოტლანდია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 5 4 1 0 16-4 13
2. მილანი 5 2 2 1 9-6 8
3. ვიქტორია 5 1 1 3 2-9 4
4. ბატე 5 0 2 3 2-10 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"