არსენ ვენგერი: ეს კოშმარული საღამო არასდროს დამავიწყდება

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, რომლის გუნდმაც "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში გამანადგურებელი მარცხი განიცადა, თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ "მეთოფეებს" ტაქტიკური ჩავარდნა არ ჰქონიათ.

"ეს კოშმარული საღამო იყო, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებ. ეს ჩვენი ყველაზე უარესი მატჩი იყო ევროთასებზე. დაცვაშიც და შეტევაშიც ცუდად ვითამაშეთ.

ახლა რამის გაანალიზება რთულია. ვამჯობინებ, ბევრი არ ვილაპარაკო. უბრალოდ შემდეგი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

ჩემს მოთამაშეებს გარკვეული ამბიცია ჰქონდათ და ახლა იმედგაცრუებულნი არიან. ამ მატჩში თავს უსუსურად ვგრძნობდით. არ შემიძლია ვთქვა, რომ 0:4-ის შემდეგ ყველაფერი რიგზეა,
მაგრამ "არსენალს" რაიმე ტაქტიკური შეცდომა არ დაუშვია.

ვგრძნობდი, რომ შედარებით სუსტები ვიყავით, მაგრამ გოლს რომ ვერ გავიტანდით, არ მეგონა", - თქვა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული