"ბენფიკას" მადრიდის "რეალის" ეშინია!

AutoSharing Option
სპალეტიმ ლისაბონი აღიარა
მოსალოდნელიც იყო, რომ "ზენიტი" ლისაბონში თავს დაიცავდა და ისიც ცხადი გახლდათ, რომ რუსებს ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებოდათ.

ალბათ უპრიანი იქნებოდა, რომ რუსული კლუბის იტალიელ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის უფრო თამამი სტრატეგია აერჩია, რადგან სანკტ-პეტერბურგში დაფიქსირებული 3:2 "ზენიტისთვის" ნაღდად არ იყო კომფორტული ფორა.

"ბენფიკამ" გოლები ტაიმების მიწურულს გაიტანა: ჯერ მაქსი პერეირამ იხეირა (45+1), მერე კი ნელსონ ოლივეირამ (90+3). ამ უკანასკნელის გოლი იმ კონტრშეტევის შედეგია, რომელიც რუსების მეტ-ნაკლებად მასირებულ იერიშებს მოჰყვა.

რეაქციები
ჟორჟე ჟესუსი ("ბენფიკას" მწვრთნელი): "ჩვენმა ტაქტიკამ და
სტრატეგიამ გაამართლა. "ზენიტი" ძალიან ძლიერი გუნდია და გოლის გატანა რომ დაგვეგვიანებინა, მერე შეიძლებოდა სერიოზული პრობლემები შეგვქმნოდა. მეოთხედფინალში ინგლისურ კლუბს ვისურვებდი, ანუ "ჩელსის", მაგრამ ლონდონელებს "ნაპოლის" გაგდება გაუჭირდებათ. ყველაზე მეტად "რეალთან" თამაში არ მინდა."

ლუჩანო სპალეტი ("ზენიტის" მწვრთნელი): "უნდა ვაღიაროთ, რომ "ბენფიკამ" გამარჯვება დაიმსახურა. ჩვენ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც საჭირო იყო და თანაც, ასეთ მატჩებში გამოცდილება გვაკლია ხოლმე. თითქმის ყველა გასვლით შეხვედრაში ასე ხდება - მეტოქე უკეთ თამაშობს, ჩვენს გუნდში კი უეცრად მენტალური პრობლემები იჩენს ხოლმე თავს. მე ის ვიცი, რომ "ზენიტს" გაცილებით უკეთ შეუძლია ფეხბურთის თამაში."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული