ული ჰიონესი: მიუნხენის "ბაიერნმა" მაღალი დონის თამაში აჩვენა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი "ბაზელთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში თავისი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი დარჩა.

"ბაიერნმა" მეტოქის კარში შვიდი გოლის გატანა მოახერხა, ჰაიკო ფოგელის შეგირდებმა კი მანუელ ნოიერის კარის აღება ვერ მოახერხეს.

"გუნდმა მეორედ დაამტკიცა, თუ რა შეუძლია სინამდვილეში. "ბაიერნის" თამაშის ყურება დიდი სიამოვნება იყო.

ბოლო ორ თამაშში გუნდმა ძალიან მაღალი დონის თამაში აჩვენა", - განაცხადა ჰიონესმა.

გერმანული გრანდის პრეზიდენტს ჩემპიონთა ლიგის მატჩთან ერთად, ბუნდესლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში "ჰოფენჰაიმის" 7:1 ძლევა ჰქონდა მხედველობაში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაზელის მწვრთნელს ჰაიკო ქვია და არა ჰაიკუ
Giorgipirweli
15:26 14-03-2012
0

სიახლეები პოპულარული