"ბაიერნმა" მეტოქის კარში შვიდი გოლის გატანა მოახერხა, ჰაიკო ფოგელის შეგირდებმა კი მანუელ ნოიერის კარის აღება ვერ მოახერხეს.
"გუნდმა მეორედ დაამტკიცა, თუ რა შეუძლია სინამდვილეში. "ბაიერნის" თამაშის ყურება დიდი სიამოვნება იყო.
ბოლო ორ თამაშში გუნდმა ძალიან მაღალი დონის თამაში აჩვენა", - განაცხადა ჰიონესმა.
გერმანული გრანდის პრეზიდენტს ჩემპიონთა ლიგის მატჩთან ერთად, ბუნდესლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში "ჰოფენჰაიმის" 7:1 ძლევა ჰქონდა მხედველობაში.