კლაუდიო რანიერი: ეს ჩემი კარიერის ყველაზე სევდიანი მომენტია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი, რომლის გუნდიც ორი მატჩის ჯამში "მარსელმა" ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოთიშა, წუხს, რომ მისმა გუნდმა საკუთარი შანსები ვერ გამოიყენა.

"ეს ჩემი კარიერის ყველაზე სევდიანი ნაწილია. პირველ და მეორე მატჩშიც "ინტერს" კარის აღების უამრავი შანსი ჰქონდა. როგორი ეპიზოდი გვქონდა მატჩის დასაწყისში?!

"მარსელი" თავს კარგად იცავდა და დამატებით დროში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, ისევე როგორც პირველ შეხვედრაში.

მაგრამ ეს ჩვენი ბრალია, ბრანდაოს არასაკმარისი ყურადღება დავუთმეთ. მეტოქე მოტივირებული იყო. მათგან მაგალითი უნდა ავიღოთ", - თქვა რანიერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული