"ეს ჩემი კარიერის ყველაზე სევდიანი ნაწილია. პირველ და მეორე მატჩშიც "ინტერს" კარის აღების უამრავი შანსი ჰქონდა. როგორი ეპიზოდი გვქონდა მატჩის დასაწყისში?!
"მარსელი" თავს კარგად იცავდა და დამატებით დროში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, ისევე როგორც პირველ შეხვედრაში.
მაგრამ ეს ჩვენი ბრალია, ბრანდაოს არასაკმარისი ყურადღება დავუთმეთ. მეტოქე მოტივირებული იყო. მათგან მაგალითი უნდა ავიღოთ", - თქვა რანიერიმ.