"რეალმა" და "ჩელსიმ" ცსკა და "ნაპოლი" დაიბრიყვეს [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
თანამედროვე ფეხბურთში პროგნოზების კეთება უმადური საქმეა, მაგრამ მადრიდში რომ "რეალი" ცსკა-ს აჯობებდა, წინასწარ ვიცოდით და ეს ასეც მოხდა.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა საკუთარი შესაძლებლობების ალბათ 50% გამოავლინა და მიუხედავად ამისა, მეტოქეს ოთხი ბურთი მიართვა.

არმიელთა ერთი გოლი პრესტიჟის ამბავი გახლდათ და მეტი არაფერი. კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა, თითო გოლი გონსალო იგუაინმა და ქარიმ ბენზემამ შეაგდეს, რითაც კიდევ ერთხელ დაგვანახვეს, რომ მადრიდული გრანდის შეტევა ბრწყინვალე ფორმაშია... თუმცა, რატომ მარტო შეტევა? - მთლიანად "რეალია" მოწოდების სიმაღლეზე.

საოცრად დრამატული მატჩი ვიხილეთ ლონდონში, სადაც "ჩელსიმ"
"ნაპოლი" დაამარცხა და ბევრისთვის მოულოდნელად, მეოთხედფინალში გააღწია.

"არისტოკრატებმა" გადარეული ნეაპოლელები დამატებით დროში მოარჯულეს, გადამწყვეტი გოლი კი 105-ე წუთზე ბრანისლავ ივანოვიჩმა უძლიერესი დარტყმით გაიტანა.

იქამდე კი იყო 3:1 - ნეაპოლელთაგან გოლი გეკჰან ინლერმა გაიტანა, მასპინძელთა რიგებში კი ვეტერანები გამოირჩნენ - დიახ, ანდრე ვილაშ ბოაშის მიერ ათვალწუნებული ვეტერანები: დიდიე დროგბა, ჯონ ტერი და ფრენკ ლამპარდი; ივანოვიჩი იქით იყოს და სწორედ ამ ტრიომ გადაწყვიტა მატჩის ბედი, რობერტო დი მატეოს კი ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა.

"ჩელსი" მეოთხედფინალშია, "ნაპოლი" კი 4:1-ის მიუხედავად, თავაწეული ტოვებს ლიგის მიმდინარე გათამაშებას.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
რეალი-ცსკა 4:1 (1:1) (იხილეთ ვიდეო)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი (87. დიარა), კაკა (76. გრანერო), რონალდო - იგუაინი (69. ბენზემა).
ცსკა (4-4-2): ჩეპჩუგოვი - ა. ბერეზუცკი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი - მუსა (60. ოლისე), ვერნბლუმი, ალდონინი (46. მამაევი), ტოშიჩი (81. ნეჩიდი) - ძაგოევი, დუმბია.
გოლები: 1:0 იგუაინი (26), 2:0 რონალდო (2:0), 3:0 ბენზემა (70), 3:1 ტოშიჩი (77), 4:1 რონალდო (90).
გაფრთხილება: ჩაბი ალონსო - ჩეპჩუგოვი, ვ. ბერეზუცკი, მუსა, მამაევი.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 12-6 (7-3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 70 000

ჩელსი-ნაპოლი 3:1 დ.დ. 4:1 (1:3) (იხილეთ ვიდეო)
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, დავიდ ლუიზი, ტერი (98. ბოსინგვა), კოული - ლამპარდი, ესიენი, რამირესი - სტარიჯი (63. ტორესი), დროგბა, მატა (95. მალუდა).
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა (110. ვარგასი) - მაჯო (36. დოსენა), გარგანო, ინლერი, ცუნიგა - ჰამშიკი (106. პანდევი), ლავეცი - კავანი.

გოლები: 1:0 დროგბა (29), 2:0 ტერი (48), 2:1 ინლერი (55), 3:1 ლამპარდი (74-პენ.), 4:1 ივანოვიჩი (105).
გაფრთხილება: ლამპარდი, კოული - კანავარო, დოსენა, ინლერი, კამპანიარო.
კუთხური: 12-8; ჯარიმა: 22-23; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 17-15 (8-5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 45 000

ჩემპოინთა ლიგის TOP 8 ასე გამოიყურება:
აპოელ-ი
ბაიერნი
ბარსელონა
ბენფიკა
მარსელი
მილანი
რეალი
ჩელსი


მატჩის შემდეგ
ჯონ ტერი: ვაჩვენეთ, რას ნიშნავს "ჩელსი"
რობერტო დი მატეო: ლონდონის "ჩელსის" თამაში ბრწყინვალე იყო
ხუან მატა: "ჩელსიმ" გულშემატკივრების წყალობით მოიგო
ვალტერ მაძარი: "ნაპოლის" შეუძლია იამაყოს
მორგან დე სანქტისი: იმედგაცრუების მოსაშორებლად ორი დღე დამჭირდება
ჟოზე მოურინიო: კაკამ ფანტასტიკურად ითამაშა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მართლაც თავაწეული მაგრამ მერჩივნა ნაპოლი გასულიყო
valeri
19:02 15-03-2012
0
მართლაც თავაწეული მაგრამ მერჩივნა ნაპოლი გასულიყო
valeri
19:01 15-03-2012
0

სიახლეები პოპულარული