"ეს ჩემპიონთა ლიგაა, აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენ კარგი გუნდი დაგვიპირისპირდება. "მარსელთან" რთული მატჩი გველის. "მარსელში" ორი წელი გამოვდიოდი, მაგრამ ახლა "ბაიერნში" ბედნიერი ვარ.
ჩვენი გუნდი ბოლო მატჩში დაღლილი ჩანდა, გასულ კვირაში ხომ გერმანიის თასზეც რთული მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ეს ბუნებრივია", - განაცხადა რიბერიმ.