ფრანკ რიბერი: "მარსელი" კარგი გუნდია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ფრანკ რიბერი "მარსელთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ რაუნდში რთულ დაპირისპირებას ელის. ნახევარმცველმა ისიც აღიარა, რომ "ჰანოვერთან" ბუნდესლიგის ბოლო შეხვედრაში მისი გუნდი დაღლილი ჩანდა.

"ეს ჩემპიონთა ლიგაა, აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენ კარგი გუნდი დაგვიპირისპირდება. "მარსელთან" რთული მატჩი გველის. "მარსელში" ორი წელი გამოვდიოდი, მაგრამ ახლა "ბაიერნში" ბედნიერი ვარ.

ჩვენი გუნდი ბოლო მატჩში დაღლილი ჩანდა, გასულ კვირაში ხომ გერმანიის თასზეც რთული მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ეს ბუნებრივია", - განაცხადა რიბერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული