ფეხბურთელს განუსაზღვრელი ვადით უქმობა მოუწევს.
მატჩის 75-ე წუთზე პიკემ შეცვლა მოითხოვა. მის ნაცვლად მოედანზე ბრაზილიელი ადრიანო გამოვიდა. სამედიცინო გამოკვლევამ მოთამაშეს ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდგინა.
პიკეს გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა უცნობია, მაგრამ თითქმის დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში "სარაგოსასთან" 7 აპრილს გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.