ჟერარდ პიკე "მილანთან" მატჩში დაშავდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების მცველმა ჟერარდ პიკემ "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

ფეხბურთელს განუსაზღვრელი ვადით უქმობა მოუწევს.

მატჩის 75-ე წუთზე პიკემ შეცვლა მოითხოვა. მის ნაცვლად მოედანზე ბრაზილიელი ადრიანო გამოვიდა. სამედიცინო გამოკვლევამ მოთამაშეს ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდგინა.

პიკეს გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა უცნობია, მაგრამ თითქმის დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში "სარაგოსასთან" 7 აპრილს გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული