ლეო მესიმ "ბარსელონა" დაღუპა, ლონდონის "ჩელსი" ფინალშია! [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ლონდონის "ჩელსი" უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ლონდონელებმა ორი მატჩის ჯამში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული "ბარსელონა" დაამარცხეს.

საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა ამ გუნდებს შორის 24 აპრილს "კამპ ნოუს" სტადიონზე გაიმართა და ფრედ, 2:2 დასრულდა.

ანგარიში 35-ე წუთზე კატალონიელებმა გახსნეს: ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა მასპინძელთა იერიში კუენკას გადაცემის შემდეგ ცარიელ კარში დარტყმით დაასრულა. ამ გოლიდან ორი წუთის შემდეგ "ჩელსის" კაპიტანი, ცენტრალური მცველი ჯონ ტერი მოედნიდან გააძევეს. მან წითელი ბარათი არასათამაშო ეპიზოდში მოწინააღმდეგის ფეხბურთელის მიმართ უხეშობის გამო მიიღო.

ათი კაცით დარჩენილმა "ჩელსიმ" 43-ე წუთზე მეორე
გოლიც გაუშვა და თითქოს თამაშმა ინტერესი დაკარგა.

ლიონელ მესიმ და ანდრეს ინიესტამ კომბინაცია გაითამაშეს, რომლის შემდეგაც ესპანელი ნახევარმცველი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი პეტერ ჩეხისგან შორეულ კუთხეში იოლად გადაგზავნა.

მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს, უკვე დამატებულ წუთებზე, "ჩელსიმ" ერთი გოლი გაქვითა: რამირესმა ლემპარდის გამჭოლი გადაცემით ისარგებლა და კარიდან გამოსულ ვალდესს ბურთი თავზე გადაუგდო 2:1.

მეორე ტაიმში, თამაშის 49-ე წუთზე, შეხვედრის თურქმა არბიტრმა ჯიუნეიტ ჩაკირმა დროგბას სესკ ფაბრეგასის წინააღმდეგ დაჯარიმების გამო "ჩელსის" კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი მესიმ შეასრულა, მაგრამ ვერ გაიტანა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ლონდონელთა კარის ზედა ძელს მოხვდა.

მთელი მეორე ტაიმი მასპინძელთა შეტევებით წარიმართა და 83-ე წუთზე მესის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი შორეული დარტყმა კვლავ ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმის დამატებით დროში შეცვლაზე შემოსულმა ფერნანდო ტორესმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ვალდესთან პირისპირ დარჩენილი, კატალონიელთა მეკარეს გასცდა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.

პირველ მატჩში 1:0 გამარჯვების წყალობით, "ჩელსი" ფინალში გავიდა.

ფინალში ინგლისური გუნდი "რეალი"- ბაიერნის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი გერმანელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა მადრიდში 25 აპრილს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. II მატჩი
ბარსელონა-ჩელსი 2:2 (იხილეთ ვიდეო)
ბარსელონა (3-1-2-3-1): ვიქტორ ვალდესი - მასკერანო, პიკე (26. დანიელ ალვეში), პუიოლი - ბუსკეტსი - ჩავი, ინიესტა - კუენკა (67. ტელო), მესი, ფაბრეგასი (74. კეიტა) - სანჩესი.
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი (12. ბოსინგვა), ტერი, კოული - რაულ მეირელეში, მიკელი - მატა (58. კალუ), ლემპარდი, რამირესი - დროგბა (80. ფერნანდო ტორესი).
გოლები: 1:0 ბუსკეტსი (35), 2:0 ინიესტა (43), 2:1 რამირესი (45+1), 2:2 ფერნანდო ტორესი (90+1)
49-ე წუთზე მესიმ ვერ გაიტანა პენალტი (ძელი)
გაძევება: ტერი (37. ჩელსი)
გაფრთხილება: ინიესტა, მესი - მიკელი, რამირესი, ივანოვიჩი, ჩეხი, ლემპარდი, რაულ მეირელეში
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 23-7 (6-3); ბურთის ფლობა: 72%-28%.
მაყურებელი: 94 629

კომენტარები
ფრენკ ლემპარდი: ლონდონის "ჩელსიმ" დაუჯერებელი რამ გააკეთა
ხოსეპ გვარდიოლა: უბრალოდ, 2012 ჩვენი წელი არ არის
ფერნანდო ტორესი: ფეხბურთში უძლიერესი ყოველთვის ვერ იგებს
ანდრეს ინიესტა: ლიონელ მესიმ თავი არ უნდა დაიდანაშაულოს!
რობერტო დი მატეო: გულის სიღრმეში გვჯეროდა, რომ "ბარსელონას" ვაჯობებდით
ჯონ ტერი: გაძევებისთვის ბოდიშს ვიხდი
სესკ ფაბრეგასი: ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა
დანიელ ალვეში: ლონდონის "ჩელსის" ულტრა-დაცვითი ტაქტიკა წარმატებული გამოდგა
რამირესი: წლები გავა, მაგრამ ხალხს ლონდონის "ჩელსის" გმირობა ემახსოვრება
მკითხველის კომენტარები / 14 /
ის ვინც ამბობს რომ თამაში ჩაწყობილი იყოო,დარწმუნებული ვარ ამ ხალხს როგორც საკუთარი თავის პატივისცემასთან და ნდობასთან ისე სხვის პატივისცემასთან ნდობასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები აქვთ.
KOLXI
20:31 25-04-2012
0
ვაი თქვე დაბოღმილო ბარსას ფანებო,ვინ დადგა შოუ?კაცი გაუგდეს,პენალი დაგიდეს და კიდე აბრამოვიჩმა იყიდა არა თამაში :D სასაცილოა დაბრმავებული და უღირსი გულშემატკივრებით არის ბარსა სავსე,რომელთაც დამსახურებული მარცხის მიღებას კი არ შეუძლიათ,მე ლივერპულის ფანი ვარ და ყველაზე მეტად მე არ უნდა გამხარებოდა ჩელსის გასვლა, მითუმეტეს ტორესის გოლი,მაგრამ ქედს ვიხრი ამ გუნდის წინაშე რომელმაც გმირულად 10 კაცით ორი გოლი გაუტანა ჩელსის,ასე რომ ვისი ფანიც არ უნდა იყოთ პირველ რიგში კაცობა და მარცხის მიღება უნდა ისწავლოთ და უღირს თითიდან გამოწოვილ ტყვილს და ხავს არ უნდა ეჭიდებოდეთ.უბრალოდ საკუთარი თავის შეგრცხვეთ რა სისულელეს იძახით, აბრამოვიჩს თამაშის ყიდვა,რომ შეეძლოს აქამდე იყიდდა და მოიგებდა ლიგას, რომელიც სანატრელი აქვს ჩელსის, ძალიან გთხოვთ გულის ამრევ მარაზმს ნუ მიედ-მოედებით.
levani
19:42 25-04-2012
0

სიახლეები პოპულარული