ბრუნო ბერტუჩი: 100%-ით ვიცი, ბაქოს "ნეფთჩი" "ზესტაფონის" ბარიერს გადალახავს!

AutoSharing Option
17 ივლისს "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევი რაუნდის სადებიუტო მატჩში სტუმრად ბაქოს "ნეფთჩის" დაუპირისპირდება. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს მეზობლებთან სერიოზული გამოცდა ელით.

ინტერნეტსაიტ azerisport.com-თან აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის ბრაზილიელმა მცველმა ბრუნო ბერტუჩიმ "ზესტაფონთან" ჩემპიონთა ლიგაში მისთვის სადებიუტო მატჩზე ისაუბრა.

- მზად არის "ნეფთჩი" ქართულ "ზესტაფონთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩის სათამაშოდ?
- ძალიან ნაყოფიერად მოვემზადეთ. ბევრი სასარგებლო მატჩი ჩავატარეთ. ვფიქრობ, გუნდი 100 პროცენტით მზად არის.

- ჩვეულებრივ, აზერბაიჯანულ ფეხბურთში თავს იზღვევენ და ასპროცენტიან მაჩვენებელზე არ საუბრობენ. თქვენ რას იტყოდით ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევ რაუნდში "ნეფთჩის"
შანსებზე?

- 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ რაუნდში გავალთ (იღიმის).

- რა იცით მეტოქის შესახებ?
- ვიცი, რომ ძლიერი გუნდია, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა. ეს არის ყველაფერი, რისი ცოდნაც მჭირდება და მეტოქეს პატივს ვცემ. შევეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.

- თქვენ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მცველი ხართ. ყველასთვის ნათელია, რომ საშინაო მატჩებში მთავარი გოლის არგაშვებაა. მოახერხებთ ამას?
- დაცვა ყველაფერს გააკეთებს, რათა მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მისცეს. მჯერა კიდეც, რომ გოლს არ გავუშვებთ. იმედია, გატანასაც შევძლებთ.

ასევე იხილეთ:
გია ჭიაბრიშვილი: საქართველოს ჩემპიონს აზერბაიჯანის ჩემპიონთან მოგება მართებს
ბაქოს "ნეფთჩის" ჩემპიონთა ლიგის განაცხადი ცნობილია
ბაქოს "ნეფთჩის" მცველი: "ზესტაფონს" მინიმუმ ორი გოლი უნდა გავუტანოთ
"ზესტაფონი" შესაძლოა გლაზგოს "სელტიკს" ან ბელგიურ "ანდერლეხტს" დაუპირისპირდეს
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბერტუჩი ერთ ადგილზე არავის გაერჭო, რა აბლატავებს ნეტა, რამეს მაინც წარმოადგენდეს....
123456
15:00 16-07-2012
0
რატომ გონიათ იოლად გაცდებიან ზესტაფონს ნეტა,ესეთი წინასამატჩო განწყობა მემგონი ჩვენთვის უკეთესია,მე მგონია რომ ჩვენ გავალთ
vasiko basiladze
14:32 16-07-2012
0

სიახლეები პოპულარული