რუბინი - ბარსელონას კომპლექსი

AutoSharing Option

ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე დღე უხვგოლიანი აღმოჩნდა - 8 მატჩში 21 გოლი გავიდა. ყველაზე მეტი 4-4 გოლი ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა "ინტერმა" და "ტოტენჰემმა" გაიტანეს. რაფა ბენიტესის ბიჭებმა ოთხი მშრალი გოლით დაასაჩუქრეს ბრემენის "ვერდერი". ოთხიდან სამი სამუელ ეტოომ გაიტანა, ერთიც სნეიდერმა. ამავე ჯგუფში "ტოტენჰემმა" "ტვენტე" გაანადგურა - 4:1. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვან დე ვაარტი გააძევეს, ალბიონელებმა სწორედ ამის შემდეგ გაიტანეს ორი გოლი. ჰოლანდიის ჩემპიონის რბევა სწორედ ვან დერ ვაარტმა დაიწყო, ერთი გოლი "მამლებს" გარეთ ბეილმა

შეაშველა, პავლიუჩენკომ დუბლი შეასრულა. ცხრილს სათავეში ორი გამოკვეთილი ფავორიტი - "ინტერი" და "ტოტენჰემი" უდგას.

"ჰაპოელმა" ვერც შინ შეძლო ქულის მოპოვება. თელავიველებმა მხოლოდ იმით დაგვამახსოვრეს თავი, რომ "ლიონის" 3 გოლს, მეკარე ენიემას მიერ გატანილი პენალტით უპასუხეს. "შალკემ" პირველი გამარჯვება მიითვალა, ფარფანისა და ჰუნტელაარის გოლებით "ხუმარებმა" "ბენფიკას" სძლიეს და ქულებით გაუთანაბრდნენ. B ჯგუფში ორი მოგებით "ლიონი" ლიდერობს. "შალკეს" და "ბენფიკას" 3-3 ქულა აქვთ.

C ჯგუფში დიდ ინტერესს იწვევდა "ვალენსია"-"მანჩესტერის" დაპირისპირება. სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებს გაუჭირდათ, მაგრამ ერნანდესის გოლით მაინც მოიგეს. სხვათა შორის, ეს ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა "გამოაცხვეს". მოედანზე ერთი წუთის შესულმა ფედერიკო მაკედამ მექსიკელს ასისტენტობა გაუწია. ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაშიც ერთი გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი - "რეინჯერსმა" თურქეთის ჩემპიონი "ბურსა" დაამარცხა.

ლაშა სალუქვაძის "რუბინი" "ბარსელონასთვის" მოუგებელ ბარიერად იქცა. საქართველოს ნაკრების მცველმა 90 წუთი იასპარეზა, ის მე-40 წუთზე გააყვითლეს. დავიდ ვილიამ სწორედ ის პენალტი აქცია გოლად, რომელიც სალუქვაძემ "დაიმსახურა". "კოპენჰაგენმა" მეორე მატჩიც მოიგო, დანიელებმა "პანათინაიკოსი" ელადაზე ორი მშრალი ბურთით დაამარცხეს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ.  


ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური

A ჯგუფი
ინტერი-ვერდერი 4:0
ინტერი: ჟულიო სეზარი (46. კასტელაცი) - მაიკონი, კორდობა, ლუსიო (62. სანტონი), კივუ - სტანკოვიჩი (80. ობი), კამბიასო - ბიაბიანი, სნეიდერი, კოუტინიო - ეტოო.
ვერდერი: ვიზე - ვესლი, მერტეზაკერი, პრიოდლი, სილვესტრი - ბარგფრედე, იენსენი - მარინი (63. ჰუნტი), ბოროვსკი (46. პასანენი), არნაუტოვიჩი - ალმეიდა (78. ვაგნერი).
გოლები: 1:0 ეტოო (21), 2:0 ეტოო (27), 3:0 სნეიდერი (34), 4:0 ეტოო (81)
მაყურებელი: 40 000
არბიტრი: უნდიანო მალენკო (ესპანეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ინტერი
პირველი კუთხური: ვერდერი
პირველი ჯარიმა: ვერდერი
პირველი გაფრთხილება: ვერდერი
17 (9) დარტყმა 13 (5)
13 ჯარიმა 19
6 კუთხური 5
0 გაფრთხილება 2
56% ბურთის ფლობა 44%


ტოტენჰემი-ტვენტე 4:1
ტოტენჰემი: გომეში - ჰატონი, ბასონგი, კინგი, ასუ-ეკოტო - ვან დერ ვაარტი, ჰადლსტოუნი, მოდრიჩი (82. ლენონი) - პავლიუჩენკო (89. კინი) - კრაუჩი (65. ჯენასი).
ტვენტე: მიჰაილოვი - როსალესი, დუგლასი, ვისგერჰოფი, კუიპერი - ბრამა, იანსენი, რუისი, ლანდზაატი (69. დე იონგი), ბაჰრამი (28. ჩადლი) - იანკო.
გოლები: 1:0 ვან დერ ვაარტი (46), 2:0 პავლიუჩენკო (50. პენ), 2:1 ჩადლი (56), 3:1 პავლიუჩენკო (64), 4:1 ბეილი (85)
გაძევება: ვან დერ ვაარტი (61)
მაყურებელი: 35 000
არბიტრი: ტერი ჰაუგე (ნორვეგია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ტვენტე
პირველი კუთხური: ტოტენჰემი
პირველი ჯარიმა: ტოტენჰემი
პირველი გაფრთხილება: ტვენტე
16 (9) დარტყმა 27 (6)
13 ჯარიმა 25
3 კუთხური 7
0 გაფრთხილება 3
50% ბურთის ფლობა 50%

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 2 1 1 0 6-2 4
2. ტოტენჰემი 2 1 1 0 6-3 4
3. ტვენტე 2 0 1 1 3-6 1
4. ვერდერი 2 0 1 1 2-6 1


B ჯგუფი
ჰაპოელი-ლიონი 1:3
ჰაპოელი: ენიემა - ბონდარვი, დუგლასი, ბადეერი, ბენ დაიანი - როკი (59. შივონი), იადინი, ვერმუთი, ზეჰავი (59. აბუტბული) - საჰარი (76. ტამუზი), შეხტერი.
ლიონი: ლორისი - რევეიერი, დიაკატე, ლოვრენი, სისოხო - ტულალანი - კალსტრიომი, გურკუფი (77. პიანიჩი) - ბრიანი, მიშელ ბასტოსი (89. გონალონსი) - გომისი (63. პიდი).
გოლები: 0:1 ბასტოსი (8. პენ), 0:2 ბასტოსი (36), 1:2 ენიემა (79. პენ), 1:3 პიანიჩი (90).
მაყურებელი: 12 500
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ლიონი
პირველი კუთხური: ჰაპოელი
პირველი ჯარიმა: ლიონი
პირველი გაფრთხილება: ჰაპოელი
9 (7) დარტყმა 19 (7)
12 ჯარიმა 9
3 კუთხური 5
4 გაფრთხილება 3
46% ბურთის ფლობა 54%

შალკე-ბენფიკა 2:0
შალკე: ნოიერი - უჩიდა (58. სარპეი), პაპადოპულოსი, მეტცელდერი, შმიტცი - მატიპი - ფარფანი, რაკიტიჩი (66. ჯონსი) - ხურადო (78. კლუგე) - ჰუნტელაარი, რაული.
ბენფიკა: რობერტო - მაქსი პერეირა, ლუიზაო, დავიდ ლუიში, სეზარ პეიშოტო - ხავი გარსია - გაიტანი (46. სალვიო), კარლუშ მარტინში, ფაბიო კოენტრაუ - სავიოლა (63. აიმარი), კარდოსო (71. ალანი).
გოლები: 1:0 ფარფანი (73), 2:0 ჰუნტელაარი (85).
მაყურებელი: 50 436
არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: შალკე
პირველი კუთხური: ბენფიკა
პირველი ჯარიმა: ბენფიკა
პირველი გაფრთხილება: შალკე
15 (3) დარტყმა 8 (1)
12 ჯარიმა 18
6 კუთხური 9
2 გაფრთხილება 3
52% ბურთის ფლობა 48%


 თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 2 2 0 0 4-1 6
2. შალკე 2 1 0 1 2-1 3
3. ბენფიკა 2 1 0 1 2-2 3
4. ჰაპოელი 2 0 0 2 1-5 0


C ჯგუფი
ვალენსია-მანჩესტერი 0:1
ვალენსია: სესარ სანჩესი - მიგელი, დავიდ ნავარო, მადურო, მატიო - ალბელდა (86. თოფალი), ტინო კოშტა (75. ფერნანდესი) - პაბლო ერნანდესი, დომინგესი (59. ადურიცი), მატა - სოლდადო.
მანჩესტერი: ვან დერ სარი - რაფაელი (90. ოში), ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ფლეტჩერი, ქერიკი, ანდერსონი (77. ერნანდესი) - ნანი, ჯი სუნ პარკი - ბერბატოვი (84. მაკედა).
გოლი: 0:1 ერნანდესი (85)
მაყურებელი: 38 500
არბიტრი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ვალენსია
პირველი კუთხური: ვალენსია
პირველი ჯარიმა: ვალენსია
პირველი გაფრთხილება: ვალენსია
10 (1) დარტყმა 8 (2)
16 ჯარიმა 10
6 კუთხური 3
1 გაფრთხილება 0
53% ბურთის ფლობა 47%

რეინჯერსი-ბურსასფორი 1:0
რეინჯერსი: მაკგრეგორი - ბუგერა, უეირი, პაპაჩი - ვაიტაკერი, ბროუდფუტი - სენტ დევისი, მაკკალოჰი, ედუ, ნეისმიტი - მილერი (87. ლაფერტი).
ბურსასფორი: ივანკოვი - თანდოღანი, ერდოღანი, სტეპანოვი, ვედერსონი - სვენსონი, ერგიჩი (39. ინსუა) - შენი, ბატალია (72. ნუნიესი), ოზანი - ილდირიმი (72. თურღაი).
გოლი: 1:0 ნეისმიტი (18)
მაყურებელი: 49 000
არბიტრი: სერჟ გუმიენი (ბელგია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ბურსასფორი
პირველი კუთხური: რეინჯერსი
პირველი ჯარიმა: ბურსასფორი
პირველი გაფრთხილება: ბურსასფორი
13 (2) დარტყმა 15 (3)
13 ჯარიმა 22
3 კუთხური 4
1 გაფრთხილება 3
44% ბურთის ფლობა 56%

 თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 2 1 1 0 1-0 4
2. რეინჯერსი 2 1 1 0 1-0 4
3. ვალენსია 2 1 0 1 4-1 3
4. ბურსასფორი 2 0 0 2 0-5 0


D ჯგუფი
პანათინაიკოსი-კოპენჰაგენი 0:2
პანათინაიკოსი: ცორვასი - მარინოსი, სარიეგი, ჟილბერტო სილვა, ვინტრა - სიმაო, კაცურანისი (46. კარაგუნისი), ნინისი (58. პლესისი), ლეტო - ლუის გარსია (47. სპიროპულოსი), სისე.
კოპენჰაგენი: ვილანდი - პოსპეხი, იორგენსენი, ანტონსონი, ვენდტი - ბოლანოსი (58. ნიორეგაარდი), კვისტი, კლაუდემირი (80. დელანეი), ვინგაარდი - გრონკიაერი - ნდოიე (77. სანტინი).
გოლები: 0:1 ნდოიე (29), 0:2 ვინგაარდი (38)
გაძევება: ჟილბერტო სილვა (49)
მაყურებელი: 50 000
არბიტრი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: პანათინაიკოსი
პირველი კუთხური: პანათინაიკოსი
პირველი ჯარიმა: კოპენჰაგენი
პირველი გაფრთხილება: კოპენჰაგენი
14 (4) დარტყმა 9 (2)
10 ჯარიმა 13
6 კუთხური 2
1 გაფრთხილება 2
50% ბურთის ფლობა 50%

რუბინი-ბარსელონა 1:1
რუბინი: რიჟიკოვი - კალეშინი, სალუქვაძე, სესარ ნავასი, ბოკეტი, ანსალდი - რიაზანცევი, მურავსკი, ნობოა (88. ნატჩო) - ქარადენიზი (64. მარტინსი), კორნილენკო (62. სიბაია).
ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, მაქსველი - მასკერანო (61. მესი) - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, ვილია (86. კრკიჩი).
გოლები: 1:0 ნობოა (29. პენ). 1:1 ვილია (60. პენ)
მაყურებელი: 20 000
არბიტრი: ჩუნეთ ჩაქირი (თურქეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ბარსელონა
პირველი კუთხური: ბარსელონა
პირველი ჯარიმა: რუბინი
პირველი გაფრთხილება: რუბინი
8 (2) დარტყმა 17 (4)
19 ჯარიმა 15
2 კუთხური 10
3 გაფრთხილება 2
19% ბურთის ფლობა 81%

 თ მ ფ წ ბ ქ
1. კოპენჰაგენი 2 2 0 0 3-0 6
2. ბარსელონა 2 1 1 0 6-2 4
3. რუბინი 2 0 1 1 1-2 1
4. პანათინაიკოსი 2 0 0 2 1-7 0


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული