"რატომ ვარ ასე გახარებული? მოთამაშეებმა ემოციის ამგვარად გამოვლენის საშუალება მომცეს. თუ "ბარსელონას" და "მანჩესტერ სიტის" ამარცხებთ, შეგიძლიათ მუდმივად გამარჯვებული იყოთ.
ზოგიერთ ჟურნალისტს ტექსტი უკვე მომზადებული ჰქონდა. შემდეგ კი იმის წაშლა მოუხდათ, რაც უკვე დაწერილი ჰქონდათ. ჩვენმა გოლებმა ისინი აიძულა, თავიანთი ნოუთბუქები ისევ გაეხსნათ და გაცილებით სწრაფად ემუშავათ.
მიხარია, რომ მოვიგეთ, მაგრამ რომც წაგვეგო, მაინც ამაყი ვიქნებოდი, რადგან ამ შეხვედრაში "რეალმა" თავისი გენი გამოავლინა.
რაში გამოიხატება
ამ თამაშის შემდეგ ჩემი მოთამაშეები შინ დაღლილები ბრუნდებიან. მიმდინარე სეზონში ასეთი რამ მხოლოდ "ბარსელონასთან" თამაშის შემდეგ იყო.
რატომ შევცვალე სერხიო რამოსი? ამ კითხვას ველოდი - განსხვავებული ისტორიები ყველას უყვარს, მაგრამ ეს მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება იყო.
სერხიო რამოსთან არანაირი დისციპლინარული პრობლემა არ გვაქვს. ის შესანიშნავი ყმაწვილი და სპორტსმენია", - განაცხადა მოურინიომ.
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტის" მატჩში ანგარიში ორჯერ მიჰყავდა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
რეალი-მანჩესტერ სიტი 2:3 - გუნდის დაბრუნება
კრიშტიანო რონალდო: მაშინ ვზეიმობ, როდესაც საზეიმოა