ტიტო ვილანოვა: ჩემპიონთა ლიგაში შესაძლოა ნებისმიერ მეტოქესთან დამარცხდე, თუ მატჩისთვის არ განეწყობი

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ მოსკოვის "სპარტაკთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ თავის გუნდს მეტოქის დაუფასებლობის წინააღმდეგ მოუწოდა.

"უნაი ემერის კარგად ვიცნობთ, ისევე, როგორც ის ჩვენ. მისი "ვალენსიას" წინააღმდეგ ყოველთვის პრობლემები გვექმნებოდა. ჯერჯერობით მას "სპარტაკში" დიდი დრო არ გაუტარებია, რათა საკუთარი იდეები გუნდამდე სრულად მიეტანა, მაგრამ ემერი ყოველთვის თავდაჯერებულია.

ჩემპიონთა ლიგა ნებისმიერი მოთამაშისთვის უდიდესი მოტივაციაა. მათი მოტივირებისთვის ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენაც საკმარისია. გასულ სეზონში ნახევარფინალში არ გაგვიმართლა, მაგრამ ფეხბურთი მკაცრია - ზოგჯერ ჩვენც გვიმართლებდა, როგორც 2008/2009 წლების სეზონში "ჩელსისთან" დაპირისპირებაში.

მოგებით
დაწყება იდეალური იქნებოდა. დიახ, "სპარტაკი" წილისყრისას მესამე თუ მეოთხე კალათაში იყო, მაგრამ ამ ტურნირში ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება დამარცხდე. განსაკუთრებით, თუ მატჩში იოლ გასეირნებას ელი", - განაცხადა ვილანოვამ.

ასევე იხილეთ:
მთავარი ჯახი ლონდონშია - ჩელსი VS იუვენტუსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული