ბასკმა სპეციალისტმა ეს "ბლაუგრანასთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის გასვლითი მატჩის შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ "თეთრ-წითლები" 2:3 დამარცხდნენ, მესიმ კი დუბლი შეასრულა.
"მესი საფეხბურთო სრულყოფილებაა. მისი განეიტრალება ძალიან რთული ამოცანაა.
რაც შეეხება "ბარსელონასთან" დაპირისპირების შედეგს, ამ გუნდთან გამარჯვებისთვის სრულყოფილი თამაშის ჩვენებაა აუცილებელი", - განაცხადა ემერიმ.