უნაი ემერი: ლიონელ მესი საფეხბურთო სულყოფილებაა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი შეაქო.

ბასკმა სპეციალისტმა ეს "ბლაუგრანასთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის გასვლითი მატჩის შემდეგ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "თეთრ-წითლები" 2:3 დამარცხდნენ, მესიმ კი დუბლი შეასრულა.

"მესი საფეხბურთო სრულყოფილებაა. მისი განეიტრალება ძალიან რთული ამოცანაა.

რაც შეეხება "ბარსელონასთან" დაპირისპირების შედეგს, ამ გუნდთან გამარჯვებისთვის სრულყოფილი თამაშის ჩვენებაა აუცილებელი", - განაცხადა ემერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული