აარონ რემსი იტანს და ცნობილი ადამიანები კვდებიან

AutoSharing Option
ოთხშაბათს აარონ რემსიმ გოლი გაიტანა და შავი იუმორის მოყვარულებს მორიგი ხუმრობების მოფიქრების საშუალება მიეცათ.

აარონ რემსის "არსენალის" რიგებში, გუნდში დაბრუნების შემდეგ (2010/11 წლების სეზონიდან) სულ 4 გოლი ჰქონდა გატანილი - 3 ჩემპიონატში და 1 ჩემპიონთა ლიგაში.

ყველა ამ გოლის შემდეგ, მეორე დღეს, ან უკიდურეს შემთხვევაში, რამოდენიმე დღის შემდეგ, მსოფლიო რომელიმე ცნობილი პიროვნების გარდაცვალების შესახებ იგებდა.

თავად გადახედეთ:

2011 წლის 1 მაისი: რემსის გააქვს გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში - მეორე დღეს ამერიკელებმა მსოფლიოს ოსამა ბინ ლადენის გარდაცვალების შესახებ აცნობეს.

2011 წლის 2 ოქტომბერი: "ტოტენჰემი"-"არსენალის" მატჩში უელსელმა თავი 51-ე წუთზე გამოიჩინა - 3 დღეში კომპანია "Apple"-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენი, სტივ ჯობსი გარდაიცვალა.

2011 წლის 19 ოქტომბერი: რემსიმ ამჯერად თავი ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინა და გოლი "მარსელს" გაუტანა - მეორე დღეს ლიბანში აჯანყებულებმა ქვეყნის ყოფილი დიქტატორი მუამარ კადაფი მოკლეს.

2012 წლის 11 თებერვალი: "სანდერლენდთან" დაძაბულ შეხვედრაში "არსენალმა" ანგარიში 75-ე წუთზე აარონ რემსის გოლის წყალობით გაათანაბრა - მოგვიანებით, იმავე დღეს, მსოფლიომ უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.

2012 წლის 3 ოქტომბერი: ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ რემსიმ 94-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - ამბობენ, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს არ აქვს საქმე მაინცდამაინც კარგადო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული