აარონ რემსის "არსენალის" რიგებში, გუნდში დაბრუნების შემდეგ (2010/11 წლების სეზონიდან) სულ 4 გოლი ჰქონდა გატანილი - 3 ჩემპიონატში და 1 ჩემპიონთა ლიგაში.
ყველა ამ გოლის შემდეგ, მეორე დღეს, ან უკიდურეს შემთხვევაში, რამოდენიმე დღის შემდეგ, მსოფლიო რომელიმე ცნობილი პიროვნების გარდაცვალების შესახებ იგებდა.
თავად გადახედეთ:
2011 წლის 1 მაისი: რემსის გააქვს გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში - მეორე დღეს ამერიკელებმა მსოფლიოს ოსამა ბინ ლადენის გარდაცვალების შესახებ აცნობეს.
2011 წლის 19 ოქტომბერი: რემსიმ ამჯერად თავი ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინა და გოლი "მარსელს" გაუტანა - მეორე დღეს ლიბანში აჯანყებულებმა ქვეყნის ყოფილი დიქტატორი მუამარ კადაფი მოკლეს.
2012 წლის 11 თებერვალი: "სანდერლენდთან" დაძაბულ შეხვედრაში "არსენალმა" ანგარიში 75-ე წუთზე აარონ რემსის გოლის წყალობით გაათანაბრა - მოგვიანებით, იმავე დღეს, მსოფლიომ უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.
2012 წლის 3 ოქტომბერი: ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ რემსიმ 94-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - ამბობენ, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს არ აქვს საქმე მაინცდამაინც კარგადო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"