კრიშტიანო რონალდო: სიტუაციის დრამატიზება საჭირო არაა

AutoSharing Option
ვიდეო
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ "დორტმუნდთან" (1:2) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში წაგების შემდეგ საკუთარი გუნდის მდგომარეობა შეაფასა.

"თავიდანვე ვიცოდით, რომ "დორტმუნდთან" დაპირისპირება რთული იქნებოდა, მაგრამ სიტუაციის დრამატიზება არაა საჭირო. წინ კიდევ ბევრი მატჩია და ჯგუფში მეორე ადგილზე ვართ.

ახლა ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ორი მატჩი უნდა ჩავატაროთ საკუთარ კედლებში, რომლებშიც აუცილებლად გამარჯვებაა საჭირო. უიღბლობის ყველაზე კარგი პასუხი - უფრო კარგად თამაში და მოგებაა", - თქვა რონალდომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული