"თავიდანვე ვიცოდით, რომ "დორტმუნდთან" დაპირისპირება რთული იქნებოდა, მაგრამ სიტუაციის დრამატიზება არაა საჭირო. წინ კიდევ ბევრი მატჩია და ჯგუფში მეორე ადგილზე ვართ.
ახლა ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ორი მატჩი უნდა ჩავატაროთ საკუთარ კედლებში, რომლებშიც აუცილებლად გამარჯვებაა საჭირო. უიღბლობის ყველაზე კარგი პასუხი - უფრო კარგად თამაში და მოგებაა", - თქვა რონალდომ.