ჟოზე მოურინიო: დორტმუნდის "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება მოიპოვოს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში "სამეფო კლუბმა" მარცხი (1:2) სწორედ "ბორუსიასთან" სტუმრად დორტმუნდში იწვნია, 6 ნოემბერს კი მადრიდში უმასპინძლებს, რითაც მადრიდელებს რევანშის აღებისა და ჯგუფში გალიდერების შანსი ეძლევათ.

"ბორუსია" დიდებული გუნდია. სულაც არაა შემთხვევითი, რომ მათ ბუნდესლიგის ზედიზედ ორი სეზონი მოიგეს. "ბორუსიას" საკმაოდ ტექნიკური, ძლიერი და სწრაფი მოთამაშეები ჰყავს.

ვფიქრობ, რომ თუ ეს გუნდი ჯგუფიდან გააღწევს, სავსებით შესაძლებელია, ჩემპიო
ნთა ლიგის გამარჯვებულიც გახდეს", - უთხრა მოურინიომ Goal.com-ს.

"ჩვენს ჯგუფში ყველა გუნდი სარისკო მდგომარეობაშია. "რეალი" და "ბორუსია" მეტოქეებზე ძლიერები კი არიან, მაგრამ ვფიქრობ, "სიტის" სავსებით შეუძლია, უკეთ ითამაშოს და ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლოს", - დასძინა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოურინიომ მომავალი მატჩისთვის გუნდის დანაკლისზეც დაიჩივლა.

"ბენზემამ ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენად სერიოზულია ის, თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ სამშაბათს მოედანზე ის არ გამოვა", - თქვა მოურინიომ.

ასევე იხილეთ:

იურგენ კლოპი: მადრიდის "რეალის" არ გვეშინია
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. სამშაბათის მატჩების წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული