ლიონელ მესი: "ბარსელონამ" მორიგი ლამაზი მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ მოსკოვის "სპარტაკთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

სანამ მესის შეფასებას გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ არგენტინელმა ვუნდერკინდმა მოსკოველებთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა და სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა 80-მდე აიყვანა.

როგორც ხედავთ, მესი ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდის დამხობასთან ძალიან ახლოსაა. გერმანელმა ერთ სეზონში 85 გოლი გაიტანა.

"მატჩი იოლი არ იყო. საბედნიეროდ, გატანა შევძელით, ბურთის კონტროლი და თავისუფალი ზონების გამოყენება, ანუ ჩვეულ თამაშს ვანახებდით. საკუთარ კედლებში "სპარტაკთან" მსგავსი რამ არ გამოგვდიოდა.

ამ დაპირისპირებისთვის ჩვეულებრივად ვემზადებოდით.
ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, "ბარსელონა" ყოველთვის ერთნაირად თამაშობს.

პირველ შეხვედრაში "სპარტაკი" ჩაიკეტა და თავისუფალ ზონებს ვერ ვპოულობდით. მეორე მატჩში კი სპარტაკელებმა სხვა თამაში არჩიეს.

მოედნის ცენტრში ბევრი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ ბურთს დიდი ხნის განმავლობაში ვაკონტროლებდით და საგოლე მომენტების გამოყენებაც შევძელით.

"სელტიკთან" წაგების შემდეგ წნეხის ქვეშ არ ვიყავით. ისედაც ვიცოდით, რომ პლეი ოფში გასასვლელად მოგება გვჭირდებოდა.

მადლობას ვუხდი უეფას, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელა. "ბარსელონამ" მორიგი ლამაზი მატჩი ჩაატარა და იმ შედეგს მიაღწია, რომლისთვის ჩამოვიდა",
- თქვა მესიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. სამშაბათის მატჩები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მგელი ხარ ლეო!
ზაზა
13:16 21-11-2012
0

სიახლეები პოპულარული